16:55 28-10-2017
ეროვნული ლიგა. XXXII ტური: "სამტრედია“ სახლში "საბურთალოსთან“ დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი ტაიმი საინტერესოდ, ორმხრივ შეტევებში წარიმართა. ანგარიში კი სტუმრებმა გახსნეს. აქტიურმა ხარაიშვილმა ისარგებლა ცენტრალური მცველების შეცდომით და სტურუას კარი დალაშქრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტურუამ ხარაიშვილის თავური დარტყმა მოიგერია, მაგრამ 65-ე წუთზე იმავე ხარაიშვილმა მაინც მოახერხა დუბლის შესრულება. დარჩენილ დროშიც ძალიან უგერგილოდ უტევდნენ მასპინძლები, რომლებმაც წინა ტურში თბილისში "დინამოს“ სძლიეს და ლოგიკურად დამარცხდნენ.
მოკლედ, "სამტრედია“ 61 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, "საბურთალო“ კი 53-ით მეოთხეზე.
"სამტრედია“: სტურუა, კასრაძე (81. სამუშია), მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, საბანაძე, ნდონგი, გოგიაშვილი, ახალაძე, დათუნაიშვილი, გიი, ოლაიტანი
"საბურთალო“: კუპატაძე, იაშვილი (86. ჩაბრაძე), მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, მამუჩაშვილი, შინდაგორიძე, ხარაიშვილი, ცნობილაძე, ტერა (90+2. ნადარაია), კოხრეიძე, მუეცი (67. ვოლკოვი)
გოლები: ხარაიშვილი, 28 (0:1), ხარაიშვილი, 65 (0:2)
გაფრთხილება: გიი (26), იაშვილი (68)
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
gagivarda bolo wamze dinamostan da sachxerestan. razgavs samtrediis tamashi naxe chanaweri. wadi shen droa droze damijere. da mekares treneri yavs saertod?
4
1
rasagavs samtrediis tamashi saertod treneri yavs samtredias?
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული