დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.
მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.
მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.
საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
შემადგენლობები:
თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი
ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')
18:57 26-11-2017
15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
(და არამარტო მაგათ გარეშე) დინამო დაბალი დონის ფეხბურთს თამაშობდა...ძალიან სამართლიანად მოხდა რო პენალი ვერ გაიტანა, მერე ეგონებოდა ფიფიას "სწორ გზაზე" ვდგავართო :(...ერთს იძახის ეს კაცი და მეორეს აკეთებს...3 წლიანი პროექტი 6 თვეში დაშალა :(
თუ ეს ვაი გულშემატკივრები,მხოლოდ ქუთაისის ვაი გულშემატკივრებს არ ვგულისხმობ,ყველა გუნდის ვაი ფანებზე ვამბობ,სრული სიმძიმით არ აგებენ პასუხს როგორც სამართლებრივად ისე მატერიალურად,ეს ძალადობა და უბედურება არ შეწყდება.საქართველოში ისედაც ბევრი ადამიანი იღუპება სხცადასხვა დარგში სრული მიშვებულობის შედეგად და არ მინდა ამას სპორტიც დაემატოს.
ხვალ უარესს გააკეთებენ.უპატრონობაა ქვეყანაში.
გილოცავთ ქუთაისლებო ჩემპიონობას, ნამდვილად აჯობეთ თამაშით ამ დაბეჩავებულ დინამოს და ალალად გეკუთვნოდათ ეს გამარჯვება. ვაიგულშემატკივრები კი თქვენ თვითონ უნდა დასაჯოთ, თორემ რაც დრო გადის უფრო და უფრო უღირსად იქცევა მავანი. გრცხვენოდეთ ქვასროლია "გულშემატკივრებო", ცოტა ტვინი გაანძრიეთ თუ შეგრჩენიათ. თავად ქუთაისმა და ტორპედოს ნამდვილმა გულშემატკივრებმა უნდა გააკეთოთ ეს, თუ არა და ე.ი. ყველანი ერთი ...თ ხარ გაკეთებული.
სამწუხაროა რომ ქართულ ფეხბურთს კიდევ დიდი ხანი არაფერი ეშველება.