"ვინისიუსი პროვოკატორი და განავალია" - "ვალენსიას" ყოფილი პრეზიდენტი

AutoSharing Option
"ვალენსიას" ყოფილმა პრეზიდენტმა პაკო როჩმა Relevo-სთან ინტერვიუში 2023 წელს "მესტალიაზე" 8 წუთით შეჩერებული მატჩი გაიხსენა და "რეალის" თავდამსხმელი ვინისიუსი გააკრიტიკა:

"მისთვის ნაბიჭვარი არავის დაუძახია. იმ დღეს სტადიონზე შვილთან და შვილიშვილთან ერთად ვიყავი. შვილმა ალფონსომ მითხრა, რომ სულელს ეძახდნენ, შვილიშვილმა ალფონსიტომაც დამიდასტურა. ვინისიუსმა ტრიბუნების წინ ჟესტიკულირება დაიწყო და ყვიროდა, რომ მეორე დივიზიონში გავვარდებოდით. წითელი ბარათი გაუუქმეს. რას ჰგავს ეს? სტადიონზე ორი თუ სამი ტრიბუნა დაგვიხურეს, გულშემატკივრებს ორ თუ სამ თამაშზე არ უშვებდნენ, მას კი ყველაფერი აპატიეს.

შეიძლება შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მე
ვთვლი, რომ ის... როგორც ადამიანი, განავალია. ყოველთვის მსაჯებთან ჩივის. სამხრეთ ამერიკაში ოცჯერ თუ ოცდაათჯერ ვიყავი და არასოდეს არაფერი შემმთხვევია. იქ მუდამ მშვიდად და სიყვარულით ვესაუბრები ადამიანებს. ვერ ჩავალ იქ და ვერ განვაცხადებ, რომ კონკისტადორი ვარ. ის ეს ბიჭიც ვერ იქნება. საერთოდ ვინ არის?

"რეალში" რვა შავკანიანია. "ვალენსიაში" ვალტერი, ვიოლა და ვანდერლეი იყვნენ და შეურაცხყოფას არავინ აყენებდა. ახლა შავკანიანების პრობლემა ყოველდღე წარმოიშვება. საქმე ისაა, რომ ეს ბიჭი "მადრიდიდან" საზოგადოების პროვოცირებას ახდენს. მას თავისი საქციელის გამო ლანძღავენ, "რეალის" სხვა ფეხბურთელებს არ ეხებიან. ეს იმის გამო არ ხდება, რომ შავკანიანია.
ადრე მსგავსი რამ არ ხდებოდა. არ შემინიშნავს. რომარიო ნახევრად შავკანიანია, თუმცა არავითარი პრობლემა არ ჰქონია. "მადრიდს" "იმიგრანტულ რეალს" ვუწოდებ. იქ რვა შავკანიანი, ორი თეთრი უცხოელი და ესპანელი კარვახალია".

მკითხველის კომენტარები / 16 /
მონახა ამ კაცმა გამოსავალი, განავალს თუ დაუძახებ რასისზმში ვერ დაადანაშაულებს.დდდდდდდდ მაიმუნი, რომ ეწოდებინა კი ბატონო რასიზმი იქნებოდა.დდდდდდ
რრრ
21:04 24-09-2024
0
მართლაც, ამაზრზენია ადამიანია!
ნინა
16:01 24-09-2024
2

სიახლეები პოპულარული