გიორგი ზარიამ ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მას ოპერაცია დასჭირდა.
გიორგის სამედიცინო ცენტრ "მედიქლაბში" წინა ჯვარედინი იოგის აღდგენა და დაზიანებული ლატერალური მენისკის გაკერვა ჩაუტარდა.
გუნდის ექიმის დავით ხარაბაძის ცნობით ფეხბურთელი ახლო მომავალში სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს, ხოლო 7-8 თვეში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით შესძლებს ვარჯიშს.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით