ასევე გაზეთის ინფორმაციით, სამომავლოდ განიხილება გია გეგუჩაძის მოწვევის ვარიანტიც.
ზღვისპირული კლუბის შეძენის სურვილი ახალგაზრდა ბიზნესმენ აიეტ კუკავას აქვს, რომელიც საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის საპატიო თავმჯდომარეა.
Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად "დინამოს" პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინს დაუკავშირდა.
"აიეტ კუკავას კლუბის ყიდვაზე ბათუმის მერიაში განაცხადი შეტანილი აქვს. საუბარი მიმდინარეობს და ჯერჯერობით არ ვიცით, რა იქნება.
გია გეგუჩაძესთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. არ ვიცით, ვინ იქნება მწვრთნელი, ყველაფერი ახალი წლის შემდეგ გადაწყდება.
ერთი იმის თქმა შემიძლია ამ ეტაპზე,