ფონდმა გამოაქვეყნა როგორც საბაზისო, სტიმულირების კალათა, ასევე ჩემპიონატისა და საქართველის დავით ყიფიანის სახელობის თასისა და სუპერთასის პრემიალური ფონდებიდან მიღებული თანხები.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმებით: საბაზისო დაფინანსება განსაზღვრულია იმის მიხედვით, გუნდი რომელ ლიგაში მონაწილეობს.
სტიმულირებისას გათვალისწინებულია, კლუბი დამატებით სპონსორებისგან ან საკუთარი რესურსით რა სახსრებს მიიზიდავს, პრემიალური კი შედეგებზეა დამოკიდებული.
საერთო ჯამში, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წელს ოთხ ქართულ საფეხბურთო
აქედან საბაზისო დაფინანსება 23 791 457 ლარია, სტიმულირების დაფინანსება - 2 582 669 ლარი, ჩემპიონატის პრემიებზე 5 070 600 ლარი დაიხარჯა, ხოლო თასის პრემიებზე - 410 000 ლარი.
ეროვნული ლიგის კლუბებმა ჯამში 15 825 679 ლარი მიიღეს, ყველაზე მეტი კი არა ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ", არამედ მეორეადგილოსანმა თბილისის "დინამომ" მიიღო. მისი პირველობა სტიმულირების თანხიდან გამომდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის დროს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვით, ახალ მფლობელს, ამ შემთხვევაში ზაალ ჩაჩავას, კლუბში 2017 წელს პირდაპირი ინვესტიციის სახით 500 000 ლარი უნდა მიეტანა, მაგრამ როგორც ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩანს, "ტორპედომ" მხოლოდ 110 000 ათასის ინვესტიცია განახორციელა.
კლუბები ჩადებული ინვესტიციის ოდენობის თანხას ფონდისგან იღებენ. მაგალითად, თუ თბილისის "დინამომ" 400 000-იანი ინვესტიცია განახორციელა კლუბში, ის ფონდისგან 400 000 ლარს მიიღებს; თუ ბათუმის "დინამომ" ინვესტიციის სახით 195 000 ლარი ჩადო კლუბში, იმავე თანხას ფონდისგან მიიღებს. ფონდის სტიმულირების თანხის ზღვარი კი 400 000 ლარია. ანუ შესაძლოა კლუბმა მილიონი ლარი ჩადოს ინვესტიციის სახით, მაგრამ ფონდისგან 400 000 ლარზე მეტს ვერ მიიღებს.
ეროვნულ ლიგა 2-ში ყველაზე მეტი, 1 036 500 ლარი ჩემპიონმა "რუსთავმა" გამოიმუშავა.
რაც შეეხება ჩაჩავას და ტორპედოს, რამდენი დააბანდა კლუბში გამოჩნდება მას მერე რაც წელი დაიხურება და სრულ ანგარიშს წარადგენენ, ეგ მხოლოდ ნაწილია იმისა რაც მან წლის განმავლობაში ჩადო კლუბში, თორე ვინმეს ილუზია გაქვთ რომ დინამომ და ლოკომოტივბმა მხოლოდ 400000 ლარი დახარჯეს ? უბრალოდ იმ პერიოდისთვის როდესაც მოხდა მოზიდული თანხების სტიმულირება, მათ არ ქონდათ მეტი თანხა მოზიდული.
კიდე მინდა ვთქვა, ვითხოვთ რომ გვქონდეს კარგი შედეგი, ძლიერი გუნდები, მაგრამ ამასტანავე ვაპროტესტებთ კლუბში დახარჯულ მილიონ ლარს, რაც ზღვაში წვეთია ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით, ამიტომ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ნუ ვაკეთებთ, ეს ის რესურსია რითაც შეუძლია სახელმწიფოს ამჯერად მხარჯ დაუჭიროს ფეხბურთს, ფეხბურთის პოპულარიზაციას და მის შენარჩუნებას, და როგორც ცხრილიდან ჩანს თითქმის ყველა რაიონშია კლუბი. ვერ ადგება სახელმწიოფო და ამ ოდენობის ფულით ერთ ლუბს ვერ დააფინანსებს. ხოლო ეს რაც ეხლა ხდება და განსაკუთრებით კი ჩემპიონატის და პლეიფოის ბოლო ტურებმაც დაადასტურა, ფეხბურთი კვლავ გვაქვს და მაყურებლსაც აინტერესებს.
რათქმაუნდა საინტერესოა რ თანხას ხრჯავენ სხვა სპორტის სახეობებიც, საკლუბო დონეზე და იმედია გამოქვეყნდება ეს ანგარიშიც. სულ ეს მინდოდა მეთქვა.