სულ რამდენიმე დღეში კი, ახალი, 2018 წელს შემოაღებს კარს.
ამ სტატიაში შევეცდებით საქართველოს დამთავრებული ჩემპიონატი სხვანაირი, მცირედით იუმორის თვალით დაგანახოთ.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ნებისმიერი სურათი არცერთი პიროვნების შეურაცყოფას არ ითვალისწინებს და ეს ყველაფერი მხოლოდ იუმორითაა შექმნილი.
ასეთი პრაქტიკა მთელს მსოფლიოში მიღებულია.
მაშ ასე, დავიწყოთ...
ქუთაისის გმირი როინ კვასხვაძე - ფილმი "ჰაქსოუს გმირი"
გმირობამდე, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯია ალბათ ყველა დაგვეთანხმებით. სწორედ ეს ერთი ნაბიჯი გადადგა როინ
არვიცით რამდენად ფიქრობდა მელ გიბსონი როინ კვასხვაძეზე, როდესაც ოსკარზე ნომინირებულ ამ შესანიშნავ ფილმს იღებდა, თუმცა გამორიცხული ხომ არაფერია...
ჩვენის მხრივ კი, როინ კვასხვაძე, "ჰაქსოუს გმირს", დეზმუნდ დოსს შეგვიძლია შევადაროთ.
აქ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია - ფილმი "გენიოსი უილ ჰანტინგი"
განს ვან სეტმა 1997 წელს შესანიშნავი ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი მეთ დეიმონმა შეასრულა.
ფილმი კი, უზარმაზარი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელიც ამის რეალიზაციას ვერ ახერხებს.
უილ ჰანტინგი შეგვიძლია თბილისის "დინამოს" მართლაც ნიჭიერ თაობას შევადაროთ.
სამტრედიული მოგზაურობა ბარსელონაში - ფილმი "ვიკი კრისტინა ბარსელონა"
არ ვიცით რამდენად ნანახი აქვს "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს აღნიშნული ფილმი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შედარება მოვიყვანოთ.
დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატში ბურთი ყველაზე დიდხანს "სამტრედიას" ეჭირა, როგორც ეს "ბარსელონას" სჩვევია ხოლმე.
აქვე ავღნიშნავთ, რომ "სამტრედიას" ფეხბურთელებმა არაგვგონია სკარლეტ იოჰანსონთან და პენელოპე კრუსთან ერთად ბარსელონაში მოგზაურობაზე უარი განაცხადონ...
თბილისის ცენტრში დიდი ბრძოლაა - ფილმი "მებრძოლთა კლუბი"
ჩვენის ღრმა რწმენით გია ჭიაბრიშვილი ("საბურთალოს" მწვრთნელი) მებრძოლთა კლუბის წევრი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა...
თბილისელებმა ჰომ ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის წესი ყველაზე მეტჯერ დაარღვიეს.
თუმცა, ედვარდ ნორტონისა და ბრედ პიტისგან განსხვავებით ჭიაბრიშვილს კლუბის წევრების სახელები არ დაუმალავს.
უბერებელი სოსო ფრუიძე - ფილმი "დორიან გრეის პორტრეტი"
ოსკარ ვაილდი თავის ბრწყინვალე წიგნში სოსო ფრუიძის შესახებ, რომ ვერ დაწერდა ფაქტია.
ალბათ, ასევე დიდი შანსი არ არსებობს ბეზილ ჰოლუორდს სოსო ფრუიძის სურათი დახატული ჰქონდეს...
თუმცა... ფრუიძე ჰომ 2008 წლიდან საჩხერის "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელია...
ჩვენ კი მას "უბერებელი სოსო" - ანუ დორიან გრეი შეგვიძლია შევარქვათ
ელაპარაკე ეხლა ამათ - ფილმი "მისტერ პიპი"
გენიალურ ჰიუ ლორს და მის ცნობილ პერსონაჟ ექიმ ჰაუსს ალბათ ყველა იცნობთ.
თუმცა, ამ შესანიშნავმა მსახიობმა ენდრიუ ადამსონის ძალიან კარგ ფილმშიც ითამაშა.
მისტერ პიპი პაპუა ახალ გვინეიაში, კუნძულ ბუგენვილზე განათლებას, განვითარებას შეიტანს...
თუმცა, რად გინდა, ვინ გიფასებს... მისტერ პიპს აფრიკელი ჯარისკაცები კლავენ...
სწორედ ერთი ტელეფონის ზარით დაახალეს გულში ტყვია "ლოკომოტივის" ხელმძღვანელებმა გიორგი დევდარიანს...
გორული ვაშლი ბრაზილიაში გაგორდა - ფილმი "ღმერთის ქალაქი"
ისე როგორ შეიძლებოდა გორის "დილასთვის" გვერდი აგვევლო და ბრაზილია არ გაგვეხსენებინა?
ამ გუნდის ძირითად ბირთვს ხომ სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელები შეადგენენ.
მათ საპატივცემულოდ კი შესანიშნავი ბრაზილიური ფილმი "ღმერთის ქალაქი" გავიხსენოთ.
ზღვაში ჩაძირული ხომალდი - ფილმი "მანჩესტერის ზღვასთან"
ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს ისევე კარგად, რომ შეესრულებინათ დაკისრებული როლი როგორც ამ ფილმში ქეისი აფლეკმა შეასრულა, მათი ხომალდი ნამდვილად არ ჩაიძირებოდა.
ისე კი, როგორც მანჩესტერის ზღვასთან, ისე შავ ზღვასთანაც ტრაგედია დატრიალდა... განა ტყუილად თქვა ოთარ ფედიჩკინმა შოკში ვარო?
კენეტ ლორენჯენის ფილმი თავისუფლად შეგვიძლია ბათუმის "დინამოს" შევადაროთ.
თითქმის ნატურალიზებული ქართველი - ფილმი "ბრიუგეში"
განა შეიძლება ჩვენს სტატიაში ალექსანდრ შტელინი არ ვახსენოთ, რომელიც დიდი ხანია ქართულ ფეხბურთშია?
ბელგიელმა ჰომ ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში დატოვა...
ჩვენ კი შტელინის საპატივცემულოდ, მასთან და კოლინ ფარელთან ერთად ბრიუგეს მშვენიერ ქუჩებში ვისეირნოთ და ქალაქი დავათვალიეროთ.
ჩამქრალი შუქურა - ფილმი "სახის შეცვლა"
ალექსანდრიის შუქურა საქართველოს ჩემპიონატში მალე რომ ჩაქრებოდა თავიდანვე ფაქტი იყო.
კლუბი ამ ფილმივით ძალიან ეცადა სახის შეცვლას, თუმცა არაფერი გამოვიდა.
ეროვნული ლიგის ბოლო კლუბი შეგვიძლია ამ ფილმს შევადაროთ.