ლევან სალუქვაძე: წამსვლელი ყველა წავიდა, ცენტრალური მცველის დამატება გვსურს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ ბევრი ცვლილება მოხდა.

კლუბი 9 ფეხბურთელმა დატოვა. ამასთანავე, გუნდს რამდენიმე ახალწვეულიც ჰყავს.

რას აპირებს "დინამო" სატრანსფერო ფანჯრის დროს, როგორია სამომავლო გეგმები და რა მიზანს ისახავს კლუბი ევროტურნირებზე.

Sportall.ge "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველ ლევან სალუქვაძეს დაუკავშირდა.

- სეზონის დასრულების შემდეგ თბილისის "დინამო" 9 ფეხბურთელმა დატოვა. რას იტყოდით ამის შესახებ?
- დიახ, ასეა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვსურდა მათთან თანამშრომლობა. მათ შორის, ახალგაზრდებმაც.

მაგრამ კონტრაქტი დაუმთავრდათ მათ და სხვაგვარად ისურვეს თავიანთი კარიერის
გაგრძელება.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადეკვატური თანამშრომლობის სურვილი ჩვენგან დაფიქსირებული იყო.

ეს ბუნებრივი პროცესია, სეზონის მერე მიდიან ფეხბურთელები და მოდიან ახლები... ამას ვერ გავექცევით.

ტოტალიტარული რეჟიმი ჩვენ არა გვაქვს, რომ ვინმე ძალით ვათამაშოთ.

მთავარი პრინციპი "დინამოსი" არის ის, რომ გუნდი დაკომპლექტდეს იმ ფეხბურთელებით, რომლებიც აცნობიერებენ, თუ როგორ კლუბში არიან.

აცნობიერებენ ისტორიას და წარსულს და თავადაც სურთ, რომ იყვნენ ამ ისტორიის ნაწილი.

არ გვჭირდება სახვეწარი ფეხბურთელები, რომლებიც თანხებით უნდა შემოვიტყუოთ. ასეთი რამის გაკეთებას არ ვაპირებთ.

დატოვებით გუნდს აღარავინ დატოვებს. ვინც წასასვლელი იყო, წავიდა.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ "დინამოს" ახალწვეულების შესახებ?
- გუნდში მესამე მეკარე დემეტრე ბულისკირია იყო. იგი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ამ სეზონიდან გადავწყვიტეთ, მისთვის ნდობა გამოგვეცხადებინა.

ახალ სეზონს შევხვდებით სამი მეკარით. ესენი არიან: დემეტრე ბულისკირია, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც "დინამოს" მეორე გუნდში იყო და ოთო გოშაძე, რომელიც "საბურთალოდან" ერთი წლით ვინათხოვრეთ.

გავძლიერდით გიორგი ივანიშვილით. "დინამოს" მთავარი სტრატეგია გასული წლის იანვრიდან მოყოლებული არის გაახალგაზრდავების პროცესი და აკადემიის აღსაზრდელებზე დაყრდნობა.

პირველ წელსვე ეს კარგად გამოჩნდა. ამ ახალგაზრდებს ჩემპიონობამდე გამოცდილება დააკლდათ.

ახლაც ჩვენ ბევრ ფეხბურთელთან კონტრაქტი გავაგრძელეთ: ლაშა თოთაძესთან, ოთარ კოტეიშვილთან, ბაქარ ქარდავასთან და გიორგი ზარიასთან...

ძირითად ბირთვს, რომელსაც მოვისაზრებთ "დინამოს" მომავლისთვის, ყველასთან ხანგრძლივი კონტრაქტები გვაკავშირებს.

ასე რომ, ის მომენტი, რომ ვიღაცას კონტრაქტი უმთავრდებოდა და მიდიოდა, ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა.

- უნდა ველოდოთ თუ არა ლეგიონერების ჩამოყვანას "დინამოში"?
- გუნდი იკრიბება 8 იანვარს, 10-ში იწყება ვარჯიში "დინამოს" ბაზაზე. 22 იანვარს კლუბი მიემგზავრება თურქეთში.

მანამდე აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოცდა იგეგმება. თუმცა, გვარებს ჯერ ვერ დავასახელებ იმიტომ, რომ ყველას საბოლოო დასტური არ ვიცით.

8-ში და 9-ში არის სამედიცინო შემოწმება, 10-ში ვინც იქნება გუნდთან ერთად, ამას რა თქმა უნდა, ყველას ვაცნობებთ.

რაც შეეხება ლეგიონერებს, ჩვენ ძალიან გვინდა მარჯვენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველის მოძიება. სამწუხაროდ, საქართველოში ამის რესურსი არ გაგვაჩნია, რომ ახალგაზრდა და საიმედო ცენტრალური მცველი სადმე თავისუფალი იყოს. ამ კუთხით ალბათ აუცილებლად ლეგიონერებზე ვიმუშავებთ.

თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ კარგი ლეგიონერის მოძიება ძალიან რთულია. რომან ფიფიას მოსვლის დღიდან "დინამოში" 31-მა ლეგიონერმა ითამაშა და ვიტყოდი, რომ წარმატებული მარტო ჩისკო იყო.

- თქვენ თქვენს სათქმელს ხშირად პირდაპირ ამბობთ. მაგალითად, მაკედონიის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდები სისტემატურად გადიან ევროპულ ტურნირებზე. თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ამ ფორმაციის "დინამოს" იბრძოლოს ევროთასებისთვის? მაგალითად, რატომ გადის ევროპის ლიგაზე "ვარდარი" და "დინამო" ვერა?
-"დინამოში" მე შარშან იანვრიდან ჩავები მუშაობაში. ჩემი გათვლებით და სტრატეგიით, ამ გაახალგაზრდავების პროცესში, ევროთასებზე მოხვედრის ფიქრი შესაძლებელი გუნდის შენებიდან მე-3 წელს არის.

არ მინდა პოპულისტური განცხადებები, რომ ხვალ შევალთ ევროპის ლიგის ჯგუფში.

თუმცა, რა თქმა უნდა, ცდას არ დავაკლებთ, "დინამო" ყოველთვის ეცდება ამას.

როცა რაღაცას დათესავ, ხომ უნდა დაელოდო, რომ მოსავალი მოგცეს? მინიმუმ სამი წელია საჭირო, რომ იმ ფეხბურთელებს, ვინც გვყავს ძირითადი ჩონჩხი, მესამე წელს მოვთხოვოთ ჯგუფში შესვლა.

ახლა ვინმე ისე გაიგებს, რომ ამ ევროთასებზე არაფერს არ ვაპირებთ. პიქირით, ვაპირებთ. თქვენ მიერ ჩამოთვლილი გუნდები არცერთი 6 თვეში და ერთ წელიწადში არ აშენებულა.

გარდა ამისა, ზოგიერთს ბიუჯეტი მაგალითად 10-ჯერ მეტი აქვს.

- რა მიზანს დაუსახავს "დინამოს" ხელმძღვანელობა კახა კაჭარავას მომავალი სეზონისთვის?

- კახა კაჭარავაზე ხელმძღვანელობა თვლის, რომ გუნდმა კარგი სეზონი ჩაატარა. რომ გასულიყო პენალტი, ე.ი. ჩემპიონები ვხდებოდით და ერთი დარტყმა გაფუჭდა, ამის გამო ხაზს ხომ არ გადავუსვამთ?

კლუბის პრეზიდენტს სეზონის დასაწყისში მიზნად გინდა თუ არა ჩემპიონობა არ დაუსახავს. იცით, თუ რა ცვლილებები მოხდა გუნდში და ბევრი სპეციალისტი გავარდნასაც კი გვიწინასწარმეტყველებდა.

ჩვენი სტრატეგია ასეთია - ნებისმიერ წარმატებამდე ჩემპიონობის მოპოვებით არ მივდივართ.

გვირჩევნია, რომ გუნდი ჩამოყალიბდეს, ახალგაზრდები შეთამაშდნენ და მესამე წელს იყოს ძლიერი კლუბი, რომელსაც ევროთასებზე შეეძლება მოხვედრა, ვიდრე ახლა ფორსირებულად გავძლიერდეთ 2-3 ლეგიონერით, გავხდეთ ჩემპიონები და სტატისტების როლში ვიყოთ.

ვიცით, რომ კრიტიკოსებს უნდათ, ერთ კვირაში გაკეთდეს გუნდი, მაგრამ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ და სწორი გეზი შევინარჩუნოთ. 
მკითხველის კომენტარები / 23 /
gabrazebuli qomagi-ს. სადაა ეს გულშემატკივარი? სტადიონზე 100-200 კაცი თუ გროვდება დინამოს თამაშზე და ისიც ქუთაისის ტორბედოსთან შეხვედრის დროს (უფრო ჩხუბისთვის მოდიან).იქნებ გამოაჩინოთ. გულშემატკივარი არა......ისე მართლა რომ ყავდეს გულშემატკივარი "დინამოს", ასეთ უმსგავსოებას მათი მესვეურები ვერ ჩაიდენდნენ.
gogia
17:10 09-01-2018
0
გვეკაიფება ეს კაცი მგონი... შარშან ორჯერ დაშალეს გუნდი, თუ ვინმე ნორმალური გამოჩნდა ყველას ყიდიან და 3 წელიწადში რას ელოდებიან ერთი თუ ყოველ წელიდწას ახალი გუნდის შენებას იწყებენ. ეს ყველაფერი გულშემატკივარის ბრალია...
gabrazebuli qomagi
13:40 09-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული