საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 17 ქულით სძლია

AutoSharing Option
ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში, G ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთი 81:64 დაამარცხა.

ტაბლოზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო მატჩი 48 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. საქართველოს ნაკრებმა ისევე როგორც ესპოოში ჩატარებული შეხვედრა, თამაში მძიმედ დაიწყო, სტუმრები 9 ქულით დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 21:17 მოგვიგეს. შენგელიასთან ერთად ჩინებულად ირჯებოდა ბოლდუინი, აგრეთვე სანაძე, რომელთა ძალისხმევით დავწინაურდით კიდეც, თუმცა პირველი ტაიმი 38:40 წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელები
დაცვაშიც უკეთ თამაშობდნენ, შეტევაშიც, არც მეტოქე გვიდებდა ტოლს, ფარს კვლავ გვიგებდნენ, თამაში ქულა ქულაში წავიდა. ანდრონიკაშვილმა ზედიზედ ორჯერ ჩაჭრა ბურთი და 5 ქულით გავედით წინ, ხოლო დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე 55:53 დაფიქსირდა. მეოთხე მეოთხედში უკვე საქართველოს ნაკრები დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 25 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, ბოდუინმა 22 ქულა ჩააგდო (8 მოხსნა, 5 პასი), 12 სანაძემ, 9 ბურჯანაძემ, 6 ანდრონიკაშვილმა, 5 შერმადინმა, 2 კი ფევაძემ.

ჯგუფში 4 მოგებით ლიდერი სერბეთია, მეორე ადგილზე 2 მოგებით საქართველოა, მესამეზე 1 მოგებით ფინეთი, მეოთხეზე კი 1 მოგებით დანია. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 21 თებერვალს სახლში დანიასთან ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპირველობის საგზურს მოიპოვებს.

altზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

მკითხველის კომენტარები / 24 /
სპორტალ,რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს??
1
ფინეთი ისედაც გასულია ევრობასკეტზე,ჩვენ კი ჯერ დანია უნდა დავამარცხოთ,რო ევრობასკეტზე გავიდეთ!!!!
გიორგი
16:56 25-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული