ახალგაზრდა შემტევმა წინა სეზონში 15 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილი დაიკავა.
კლუბიდან წასვლის მიზეზებსა და მის ახალ კლუბზე ბექა მიქელთაძეს ვესაუბრეთ.
- პირველ რიგში, "დინამოდან" წამოსვლაზე გკითხავ. კლუბის განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ საკუთარი სურვილით დატოვე. რა გახდა ამის მიზეზი?
- ბევრი მიზეზი იყო და არ მინდა ამაზე საუბარი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავტოვე კლუბი, ის იყო, რომ
- "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ საუბარი იყო უცხოურ კლუბებზე, მაგრამ აღმოჩნდი "რუსთავში". რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება და რატომ გამოარჩიე ეს კლუბი?
- არ მინდა, ვიჩქარო წასვლა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს საქართველოს ჩემპიონატში დასამტკიცებელი და ვფიქრობ, "რუსთავი" საუკეთესო ვარიანტია.
- რა სახის კონტრაქტზეა საუბარი "რუსთავთან", 1-წლიანი ხელშეკრულებაა თუ უფრო მეტი?
- კონტრაქტზე ვერ ვისაუბრებ.
- წინა სეზონში 15 გოლის გატანა შეძელი. თუ ხარ კმაყოფილი შენ მიერ ჩატარებული სეზონით და რა დაგაკლდა ყველაზე მეტად?
- ჩემ მიერ ჩატარებული სეზონით ვერ ვიქნები კმაყოფილი, 1 წლის განმავლობაში ვიბრძოდით ჩემპიონობისთვის, მაგრამ ვერ შევძელით. ყველას დაავიწყდება, მე რამდენი გავიტანე, მთავარია, ჩემპიონი ვინ გახდა.
- რა მიზანი გაქვს მომავალი სეზონისთვის დასახული?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონობა და ბომბარდირობა, ეს არის ჩემი მიზანი.
- ამჯერად გია ცეცაძემ გიხმო ახალგაზრდულ ნაკრებში... როგორ შეაფასებდი ნაკრების ახალ მწვრთნელს?
- გია ცეცაძე კარგი სპეციალისტია და ბევრჯერ დაამტკიცა კლუბშიც და ნაკრებშიც დადო შედეგი. ვთვლი, რომ კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ მისი ხელმძღვანელობით.