ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "მერანი" დატოვეს: ზურაბ მამალაძემ, სერგი ორბელაძემ, დავით მაისაშვილმა, ლაშა ჩალაძემ, შოთა ჯიქიამ, რაფაელ ჩუკურამ, რევაზ გეწაძემ, ირაკლი რუხაძემ და რევაზ ბარაბაძემ.
საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" მადლობას უხდის თითოეულ ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს საფეხბურთო კარიერაში.
რაც შეეხება შევსებას, კლუბში შემდეგი ფეხბურთელები მივიდნენ: ნიკოლოზ ხინთიბაძე, დავით ბოლქვაძე, კახაბერ მეშველიანი, თამაზ ჯიშკარიანი, ვაჟა მათიაშვილი, გიორგი ჯანჯღავა, ნიკა მგელაძე, გიორგი ციმაკურიძე
საფეხბურთო კლუბი "მერანი" დღეს, 10 იანვარს შეიკრიბა და მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.