თუმცა ჩემპიონატის ბოლოს მოხდა ისე, რომ "მერანმა" პირველობა ვერ შეინარჩუნა და პლეი-ოფის ორრაუნდიან მატჩში ფოთის "კოლხეთთან" დაკარგა ეროვნულ ლიგაში აღზევების შანსი.
თუ რატომ ვერ მიაღწია "მერანმა" დასახულ მიზანს, რა გეგმები აქვთ კლუბში და რა მიზანი ექნებათ ახალ სეზონში, ამ თემებზე სასაუბროდ "ლელო" კლუბის დამაარსებელსა და პრეზიდენტს, ფრიდონ ინჯიას დაუკავშირდა,
- ბატონო ფრიდონ, წინა სეზონში "მერანი" უმაღლეს ლიგაში აღზევების ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა. როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა თქვენს კლუბს ამ ამოცანის შესასრულებლად?
- ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს მიზანი განხორციელებულიყო. ვფიქრობ, უფრო სხვა გარემოებებმა იქონია ამაზე გავლენა.
მართალია, ახლა ვერაფერს შევცვლით, მაგრამ იმ რეალობაზე, რაზეც ახლა ვისაუბრებ, თუ ყურადღება დროულად არ იქნება გამახვილებული, ახალ სეზონშიც წარმოიქმნება ასეთი პრობლემები, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანდა, რომ ჩვენს კონკურენტებს გზა ხსნილი ჰქონდათ და რამდენიმე თამაში უბრძოლველად დაუთმეს მეტოქეებმა.
იყო შემთხვევა, როცა სარეზერვო გუნდითაც ეთამაშნენ და ამ კუთხით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ცალკე თემაა მიკერძოებული მსაჯობა. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ იყო რამდენიმე თამაში, სადაც აშკარად იგრძნობოდა მიკერძოება.
საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა ამდენ წნეხს ვერ გაუძლო. გარდამავალ ჩემპიონატში 9 ქულა უსამართლოდ დაგვაკლეს, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. დღესაც არ არის ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული და მაშინ ნულიდან მოგვიწია ჩემპიონატის დაწყება.
ამ ამბის შემდეგ არცერთი გუნდი არ დაუჯარიმებიათ. მებადება სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა - ანუ არცერთი თამაში არ ყოფილა საეჭვო? და არცერთ თამაშზე არ ჰქონიათ კითხვის ნიშანი?
მიუხედავად ამისა, რეალური შანსი გვქონდა, პლეი-ოფით გავსულიყავით უმაღლეს ლიგაში და მეტოქემ თავადვე აღიარა, რომ ორივე მატჩში ვაჯობეთ, მაგრამ შრომასთან, მონდომებასა და ყველაფერთან ერთად, ცოტა საფეხბურთო ფორტუნაც არის საჭირო.
იხილეთ სტატიის გაგრძელება Lelo.ge-ზე