თბილისის "ლოკომოტივმა" 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივისა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 17 წლის ფორვარდი, შოთა შეყილაძე კარიერას "ლოკომოტივში" გააგრძელებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრსა და კლუბს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეყილაძე, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აღზრდილია. 2017 წელს, მან საქართველოს 17 წლამდე ლიგაში 44 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გასულ სეზონში, "ზესტაფონმა", 17 წლამდე ლიგის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.

უკვე რამდენიმე დღეა, შოთა "ლოკომოტივში" ვარჯიშობს. მან მონაწილეობა, 1 თებერვალს, "შევარდენი 1906"-ის წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩშიც მიიღო.

მომზადებულია Fcloco.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული