გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- დასრულდა თურქული შეკრება და რამდენიმე საკონტროლო მატჩიდან დასკვნების გამოტანაც შესაძლებელია - რა მდგომარეობაშია ახლა გუნდი?
- შეკრების დანიშნულება გუნდის და მოთამაშეთა ტაქტიკურად და ფიზიკურად მომზადებაა, სეზონს კარგად რომ შევხვდეთ. რაღაცები კარგად გამოვიდა და დავხვეწეთ, მაგრამ არის საკითხები, რითაც უკმაყოფილო დავრჩი და წინსვლა აუცილებელია.
- მაგალითად?
- ის, რომ სამ შეხვედრაში გოლი ვერ გავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით.
- გუნდს რომ გაძლიერება სჭირდება, ეს აშკარაა. ახალი ფეხბურთელების დამატება ვეღარ ხერხდება?
- სხვათა შორის, ჯერ დაკომპლექტება არ დაგვისრულებია და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კონტრაქტი კიდევ ორ ფეხბურთელთან გავაფორმოთ. ეგაა, მაღალი დონის მოთამაშის დამატებას შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდება, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა საამისოდ ყველაფერს აკეთებს.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე