"სამტრედიამ" თურქული შეკრება მოგებით დაასრულა

AutoSharing Option
ბოლო, მე-7 ამხანაგური მატჩი "სამტრედიამ" ყირგიზეთის კლუბ "ალაისთან" გამართა. მატჩის პირველ ნახევარში ქართული გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:

მიგინეიშვილი, ნდონგი, ფატიჩი, ახალაძე, დაუშვილი, განუგრავა, ჩაჩუა, ბაჩიაშვილი, კირკიტაძე, გი, მაიკლი.

30-ე წუთზე კირკიტაძემ ანგარიში გახსნა და მოწინააღმდეგეს პირველი გოლი გაუტანა. ამას 4 წუთში ჩაჩუას მეორე გოლი მოჰყვა. მოწინააღმდეგე გუნდმა ორი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა პირველი ტაიმი "სამტრედიის" უპირატესობით დასრულდა, გიმ 44-ე წუთზე "ალაის" მე-3 გოლი გაუტანა.

მეორე ნახევარში შემადგენლობა ასეთი იყო:

სტურუა, ლობჯანიძე, კერძევაძე, ოლხოვი, მანჯგალაძე, მესიაჩენკო, ნინუა, გიორბელიძე, აღდგომელაშვილი, ვეილი, ხაჩიძე.

მე-2 ტაიმში ქართული კლუბის მოწინააღმდეგემ მე-3 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ვინსენტ ლუკას ვეილმა მატჩის საბოლოო გოლი გაიტანა და ანგარიში 4:3 "სამტრედიის" სასარგებლოდ დაფიქსირდა.

"სამტრედია" 4:3 "ალაი" ბოლო მატჩი იყო, რომელიც თურქეთში შეკრებაზე მყოფმა გუნდმა ჩაატარა. უჩა სოსიაშვილის გუნდი ეროვნული ლიგისა და უეფას მატჩებისთვის მზადებას საქართველოში 26 თებერვლიდან განაგრძობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პრესსამსხური არ ყავს მაგ გუნდს თუ რა ხდება? ყველა გუნდი დებს თავის თამაშებს და გოლებს, რადიოგდაძახილი მაინც მოაწყონ. ალბათ ესეც ტვინითდატენილი მენეჯმენტის დამსახურებაა (შალამბერიძე, ომანაძე) მალე დამთვრდება მაგათი პარპაში კლუში.
vai tqvens patrons
25 თებერვალი 2018 16:10
0
გრანდი დაუმარცხებია გრანდი .მალადეც სამტრედიას))))
gia
22 თებერვალი 2018 17:21
0
მგონი სამტრედიამ სელექციაში ყველას აჯობა. ლეგიონერებიც ნორმალურები ჩანან
Georgian
23 თებერვალი 2018 03:33
0

სიახლეები პოპულარული