"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
გერმანულმა საიტმა transfermarkt.de-მ საქართველოს ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების და ფეხბურთელების სატრანსფერო შეფასება გამოაქვეყნა.

ეროვნულ ლიგაში სულ 10 გუნდი თამაშობს, ფეხბურთელთა რაოდენობა კი სულ 231-ს შეადგენს. ჩვენს ჩემპიონატში 29 ლეგიონერი იასპარეზებს, რაც საერთო რაოდენობის 12,6 პროცენტს შეადგენს. არადა, გასულ წელს ეროვნულ ლიგაში 54 ლეგიონერი ასპარეზობდა.

ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება 149 000 ევროს შეადგენს. უეფას რეიტინგში 5000 ქულით ეროვნულ ლიგას 44-ე პოზიცია უკავია.

ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 25,1 წელს შეადგენს. კლუბების მთლიანი საბაზრო ღირებულება კი 34,88 მილიონი
ევროა.

ფეხბურთელთა ღირებულებით თუ ვიმსჯელებთ, ქუთაისის "ტორპედო"  და "რუსთავი", ქართული რეალობის გათვალისწინებით, სხვა კლუბებს საგრძნობლად უსწრებენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, ეროვნული ლიგიდან ბევრი კარგი ფეხბურთელი წავიდა და შესაბამისად, კლუბების სატრანსფერო ღირებულებამაც იკლო.

ყველაზე ძვირად ღირებული კლუბები:

1) ქუთაისის "ტორპედო" - 5,18 მილიონი
2) "საბურთალო" - 4,73 მილიონი
3) "რუსთავი" - 3,98 მილიონი
4) თბილისის "დინამო" - 3,90 მილიონი
5) თბილისის "ლოკომოტივი" - 3,73 მილიონი
6) "სამტრედია" - 3,58 მილიონი
7) გორის "დილა" - 2,80 მილიონი
8) საჩხერის "ჩიხურა" - 2,63 მილიონი
9) ბოლნისის "სიონი" - 2,48 მილიონი
10) ფოთის "კოლხეთი" - 1,90 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები:

1) ოთარ კიტეიშვილი (თბილისის "დინამო") - 600 000
2) ჯაბა ლიპარტია (ქუთაისის "ტორპედო") - 500 000
3) გიორგი ქიმაძე (ქუთაისის "ტორპედო") - 450 000
4) მიქაელ ოლაიტანი ("სამტრედია") - 450 000
5) ლევან გეგეჩკორი ("რუსთავი") - 450 000
6) ბექა მიქელთაძე ("რუსთავი") - 450 000
7) ინტერს გუი ("სამტრედია") - 400 000
8) ბაქარ ქარდავა (თბილისის "დინამო") - 400 000
9) უჩა ლობჟანიძე ("სამტრედია") - 350 000
10) როინ კვასხვაძე (ქუთაისის "ტორპედო") - 350 000

ყველაზე ძვირად ღირებული ლეგიონერები:

1) მაიკლ ოლაიტანი ("სამტრედია") - 450 000
2) ინტერს გიი ("სამტრედია") - 400 000
3) ვაგნერ გონსალევსი ("საბურთალო") - 300 000
4) დინო ჰამზიჩი (საჩხერის "ჩიხურა") - 250 000
5) ალვინ ფორტესი (გორის "დილა") - 225 000
6) მიკოლა კოვტალიუკი (გორის "დილა") - 200 000
7) ალექსეი სოლოსინი (ფოთის "კოლხეთი") - 200 000
8) სერგეი დანილოვი (ფოთის "კოლხეთი") - 200 000
9) ილია მიხაილოვი (ფოთის "კოლხეთი") - 200 000
10) ივან ფატიჩი ("სამტრედია") - 200 000
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული