ქუთაისის "ტორპედო" სეზონის გახსნის მატჩში სახლში მოულოდნელად "დილასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 მარტს საქართველოს XXX საიუბილეო ჩემპიონატის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" სახლში მოულოდნელად დამარცხდა გორის "დილასთან" 2:3.

სეზონის გახსნითი მატჩი ქუთაისში მართლაც საინტერესო და დაძაბული გამოდგა. საქართველოს ჩემპიონი გადახალისებულ "დილასთან" თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და მე-14 წუთზე კუტალიას შესანიშნავი პასით დილიძემ გახსნა ანგარიში. მალე მასპინძლებმა მეორედ დალაშქრეს ბეგაშვილის კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 35-ე წუთზე დოლიძე ჩადუნელს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეტად აქტიურმა მარცხენა მცველმა სუხიაშვილმა ბოლო მომენტში მოახერხა ვარდნაში ბურთის მოგერიება.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმრებმა ორი
სახიფათო იერიში მიიტანეს კვასხვაძის კარზე. ქავთარაძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, მომდევნო შეტევისას კი ფანცულაიამ საპასუხო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფანცულაიამ დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო დოლიძემ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ "ტორპედო" ბევრს და უშედეგოდ უტევდა, შეცვლაზე შესულმა ფორტისმა კი 88-ე წუთზე კონტრშეტევაზე შორიდან ლამაზი დარტყმით მესამე გოლი გაიტანა და გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

არ შიძლება არ აღინიშნოს, რომ "დილას"  გამარჯვება მნიშვნელოვანწილად გუნდის მწვრთნელის გიორგი დარასელიას სწორად არჩეულმა სტრატეგიულმა და ტაქტიკურმა გეგმამ მოუპოვა.

ასეთი მოულოდნელი შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა. მოკლედ, ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისი კარგი იყო, უკეთეს გაგრძელებას ველით.

ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი
ტორპედო - დილა 2:3
გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (14), 1:1 გიორგი ფანცულაია (45+1), 1:2 გიორგი ფანცულაია (1:2), 2:2 გრიგოლ დოლიძე (2:2), 2:3 ალვინ ფორტისი (88)

ტორპედო. 4-4-2: როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი კუხიანიძე (მერაბ მეგრელაძე 85), თენგიზ წიქარიძე (ევგენი ბოხაშვილი 57), გრიგოლ დოლიძე, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე (მიშიკო სარდალიშვილი 64), ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დილა. 4-5-1: გიორგი ბეგაშვილი, გია ჩადუნელი, გიორგი კორიფაძე, ჯემალ გოგიაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე, ნოდარ ქავთარაძე, დავით რაჟამაშვილი (გურამ სამუშია 90+2), ლევან ნონიკაშვილი (ალვინ ფორტისი 58), გიორგი ფანცულაია (ნიკოლა კოვტალიუკი 72)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მკითხველის კომენტარები / 14 /
მწვრთნელი, ფეხბურთელები, აკადემია, სტადიონის და ბაზის რეკონსტრუქცია, ეს ყველაფერი ჭირდება ტორპედოს რო კონკურენტულ გუნდად ჩამოყალიბდეს . არ დაიწყოთ ეხლა დინამოს და მერანს და ვანის სულორს და ასე შემდეგ ხო უგებსო ვის რაში ჭირდება ეგეთი მოგება ევროსარბიელზე მუაღწიონ მთავარია წარმარებას
Tor
03 მარტი 2018 13:56
1
ჩხეტო რატომ ატ ათამაშებ ბურჯანადძეს.მეგრელადზე დუბლების მოთამაშეა.
ქომაგი
03 მარტი 2018 13:00
0
ჯერ ჯერობით არც ტორპედოს საიტი არ ვარგა. სირცხვილია.
ქომაგი
03 მარტი 2018 12:49
0
რატომ ხუჭავს თვალებს ჩხეტიანი ორი ნორმალური მცველი და ნახევარმცველი რომ არ არის გუნდში და 6 თვე უთამაშებელი ლიპარტია რომ ჩამოიყვანეს!
ქუთაისელი-2
03 მარტი 2018 12:38
0
chamova Dila Tbilisshi shemdeg turshi da naxavt rogor unda daamarcxot eg klubi ;)
Mr. Critic
03 მარტი 2018 11:48
0
თამაშის დონე შარშანდელთან შედარებით მაღალი იყო, მაგრამ ამ შემადგენლობით ტორპედოს ევროსარბიელზე დიდი კრახი ელოდება, ჩემპიონი გუნდი ასე არ უნდა თამაშობდეს, გორის დილას რაც შეეხება ნორმალური გუნდია და სავარაუდოდ წელს არ გაუჭირდება ამ შემადგენლობით ადგილის შენარჩუნება ლიგაში, თუ რათქმაუნდა არ აუარდათ თავში ეს მოგება.
roma
03 მარტი 2018 11:13
0
Im xnis kaci rom gundis lideri ikneba..damtavrebulia torpedos igblebi..chxetiani gaagdebs,magram akac gaumartlebs foti an misnairi ushvelis
gia
03 მარტი 2018 07:49
0
პირველ მომენტში როცა გორის დილამ გაარტყა ხარიხას,ბურთი ხაზის შიგნით დაეცა გამეორება რომ ეჩვენებინათ აშკარა გოლი იყო,მარა არაუშავს 5 წამში მაინც დამსახურებულად გაიტანეს.
qomagi
03 მარტი 2018 00:13
3
ხარიხიდან არეკლილი ბურთი არ იყო კარს შიგნით,კარის ხაზიდან აირეკლა და ხაზი არ გადაუკვეთავს,ასე რომ, მსაჯები არ შემცდარან,ვუყურე განმეორებით სპეციალურად,თუმცა ვიზუალური ეფექტი ასეთი ჰქონდა...
Jango
03 მარტი 2018 13:15
1
დილა კაი გუნდია და კიდევაც მოიგო კუტაის სუ უმარტლებდა
dato
03 მარტი 2018 00:03
4
ტორპედოა გუნდი რომელსაც მწვრთნელის ხელი არ ეტყობა ... სუპერთასიც რო მოიგეს მაგრად გაუმართლათ ...
სიმართლე
02 მარტი 2018 23:09
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული