Sportall.ge-ს სათვალე: როცა წინა დღეს რონალდოს გოლს უყურე (+ვიდეოინტერაქტივი)

AutoSharing Option
"Sportall.ge-ს სათვალე" კვლავ აქტიურად ადევნებს ეროვნულ ლიგას თვალს და ძალიან ბევრი საინტერესო რამ დაინახა.

გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც საინტერესო დაპირისპირებები ვიხილეთ.

სიონი - რუსთავი 0:2

ორი სიტყვით: როგორც იქნა, რუსთაველთა თამაშში პროგრესი შეინიშნა და მეტი ყურადღება შეტევას დაუთმეს. აი, ბოლნისელებისგან ცოტა მეტსაც ველოდით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ პირველ ორ წრეში თითქმის ყველა ნომინალური მასპინძელია და ეს უპირატესობას არ წარმოადგენს.

რონალდოს მაკრატელას მცდელობა - "იუვენტუსის" კარში რონალდოს გოლის მერე ბევრი ცდილობს, იგივე გააკეთოს და ერთ-ერთი
ასეთი მცდელობა ბექა ქავთარაძესაც ჰქონდა. თუ როგორ დასრულდა, იხილეთ ვიდეოში...


ტურის გოლის აღნიშვნა - ამ კვირაში ორი გოლი მოხვდა ამ ნომინაციაში და ერთში ბექა მიქელთაძე მონაწილეობს.


საბურთალო-ლოკომოტივი 1:2

ორი სიტყვით: ეს ტური ერთგვარი გარდამტეხი აღმოჩნდა 2018 წლის სეზონში, რადგან აღარ დარჩა გუნდი, რომელსაც არ წაუგია. ლაშა ჭაღიაშვილმა სწორი მიდგომითა და ტაქტიკით, საბურთალოელთა დამარცხება შეძლო.

ვიდეოინტერაქტივი - იყო პენალტი? - ამიერიდან ჩვენს "სათვალეში" რამდენიმე ინტერაქტივი იქნება, რაც გულშემატკივრებს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებას მისცემს.




ტურის გაბრაზება - ლაზარე კუპატაძე


ტურის გოლი
- ვატო არველაძე

ბურთის ქურდი


ჩიხურა - დინამო თბილისი 1:2

ორი სიტყვით: მოედანზე უშეღავათო ბრძოლა ვიხილეთ. ქების ღირსები არიან "ჩიხურას" ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო წუთამდე მეტოქეს წინააღმდეგობას უწევდნენ და ახლოს იყვნენ მეორე გოლის გატანასთან.

ვიდეოინტერაქტივი - იყო გოლი?



ხარაბაძე vs ბუღრიძე


უიღბლო პენალტები


კოლხეთი - დილა 0:3
ორი სიტყვით: გორელები ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. მათი შეტევები და გოლები მრავალფეროვანია. გამოსარჩევია ჰოლანდიელი შემტევი ალვინ ფორტესი.

მანდ რამ აგიყვანა?

ტურის აღნიშვნა - მიკოლა კოვტალუკი

ტორპედო - სამტრედია 1:0

ორი სიტყვით: ქუთაისელებს თავდამსხმელი ისე უნდათ, როგორც არაფერი. თუნდაც ერთი გამოცდილი ფორვარდით გუნდი უფრო მეტი გოლის გატანას შეძლებს. მოედანზე არ ჩანდა უჩა სოსიაშვილი, რომელმაც, არ არის გამორიცხული, "სამტრედია" დატოვა.

ინტერაქტივი
- გადაკვეთა კარმა ხაზი?

მკითხველის კომენტარები / 1 /
ემოციამ ძმა, ემოციამ ამიყვანა :D
ილხანააა
00:43 15-04-2018
0

სიახლეები პოპულარული