"საბურთალოს" საიტი იტყობინება, რომ 26 წლის მეკარე ლაზარე კუპატაძე მათ გუნდში დაბრუნდა:
"ლაზარე კუპატაძე "საბურთალოში" დაბრუნდა. ჩვენი გუნდის აღზრდილი მეკარე თურქულ შეკრებაზე კლუბს ხვალ შეუერთდება.
კუპატაძეს “საბურთალოს” რიგებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული. ლაზარე 2018 წელს ჩვენს გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა".
კუპატაძეს “საბურთალოს” რიგებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული. ლაზარე 2018 წელს ჩვენს გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა".
შეგახსენებთ, კუპატაძემ ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანთან" დამარცხების შემდეგ დატოვა.
ლაზარე მინიმუმ მესამე მეკარის სტატუსს იმსახურებს ნაკრებში ყველა სხვა დანარჩენ პერსპექტიულ მეკარეებთან ერთად და ნამდვილად არ იყო დასაკარგი კადრი!