Sportall.ge-ს სათვალე: ნუკრის პროგრესი, +18 კადრი და ტურის გოლი შესვენებაზე

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა ბოლო ტურებში ისეთივე ეფექტური თითქოს ვერ არის, როგორც თავიდან იყო, თუმცა ამ კვირაში ბევრი საინტერესო ამბავი დავაფიქსირეთ.

კოლხეთი-ლოკომოტივი 3:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - ილია მიხაილოვი (კოლხეთი)

ორი სიტყვით:
ზღვისპირელებმა პატარა სენსაცია შემოგვთავაზეს, "ლოკომოტივის" დაწინაურების შემდეგ წონასწორობა მალევე აღადგინეს და შემდეგ მოიგეს კიდეც. "რკინიგზელებს" კი გარკვეული პრობლემები არ შორდებათ, რის შედეგადაც ჯერ კიდევ ვერ დააღწიეს თავი ცხრილის ბოლოს.

ორი პენალტი - ორი სხვადასხვა ისტორიით

-size: 14px;">VideoSportall.Ge
Sportall.ge-ს სათვალე - ორი პენალტი

ტურის გოლის აღნიშვნა
- გიორგი კილასონია


სიონი - დინამო 1:3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - ლევან ხარაბაძე

ორი სიტყვით:
ვერ ვიტყვით, რომ ბოლნისელებმა ურიგო მატჩი ჩაატარეს. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს თბილისელებს, თუმცა სამწუთიანი უყურადღებობის გამო შეხვედრა დათმეს.

3 ხარიხა - ამ შეხვედრაში ფეხბურთელებს ნაკლებად უმართლებდათ.


მუჯრიშვილის წარუმატებელი სეივი


დილა - რუსთავი 2:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი გაბულოვი

ორი სიტყვით:
"დილა" მთელი თამაშის განმავლობაში გარკვეულ უპირატესობას ფლობდა. 90-ე წუთისთვის გორელები 2:0-ს იგებდნენ. ბოლო წუთებში კი მასპინძლები თითქოს მოდუნდნენ და მეტოქეს მოედანზე ბატონ-პატრონობის საშუალება მისცეს, რის შედეგადაც გზა გაეხსნა "რუსთავს", 90-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა და 95-ე წუთზე კი მეკარე ნუკრი რევიშვილმა. განსჯის საგანი იყო, რომ მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ ზედმეტად დიდი დრო დაამატა თამაშს და უფრო ადრე უნდა დაემთავრებინა. გთავაზობთ ინტერაქტივს, სადაც თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ.



რევიშვილს თავით გატანა რუსთავში უკეთესად გამოსდის
- ვიდეო აღებულია ეროვნული ლიგის facebook-გვერდიდან


ტურის აცილება - თამაზ მაქაცარია


ჩიხურა - სამტრედია 0:0
მატჩს საუკეთესო ფეხბურთელი არ ჰყავს.

ორი სიტყვით: ივანწმინდაში ძალიან დაბალი ტემპი და ნაკლებად საფეხბურთო განწყობა ვიხილეთ. საჩხერეში დაბრუნებულ "ჩიხურას" უფრო მრისხანეს ველოდით, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს.

+18 - ხდება ხოლმე...

ტურის გოლი - იმერელთა მატჩში შესვენების დროს უფრო აქტიური თამაში ვიხილეთ, ვიდრე 90 წუთში.


ბუღრიძე VS მიგინეიშვილი


საბურთალო - ტორპედო 2:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - ბექა გვარაძე

ორი სიტყვით: "საბურთალომ" 7 მატჩიდან 6 მოიგო და არაერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა. ამჟამად "ტორპედოს" დაუპირისპირდა, რომელსაც საკადრო პრობლემები აწუხებდა და ეს უპირატესობა გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა სათავისოდ გამოიყენეს. პირველი წრის დასრულებამდე ორი ტური რჩება. თბილისელები, დიდი ალბათობით, ამ წრის ჩემპიონები გახდებიან.

კოხრეიძე style


ბექა გვარაძის შედევრი


▶ ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამი ხარიხა სად დაინახეთ?
2ძ ელი და ერთი ხარიხა იყო!
ასა
00:57 26-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული