გორის საფეხბურთო სტადიონზე ვითარება განიმუხტა

AutoSharing Option
გორის საფეხბურთო სტადიონზე, სადაც ცოტა ხნის წინ „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორმა გია ისიანმა განუცხადა, რომლის დაქვემდებარებაშიც აღნიშნული სტადიონია. ისიანის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. თბილისის დინამოს გულშემატკივარი სტადიონის ტერიტორიიდან პოლიციამ გააცილა. დაშავებული არავინ არის, დამტვრეულია ინვენტარი, სკამები“, - განაცხადა ისიანმა. მისივე თქმით, სტადიონის ტერიტორიაზე საფეხბურთო გუნდების გულშემატკივრები აღარ იმყოფებიან.

გორის „დილას“ სტადიონზე „დილას“ გულშემატკივრებსა და თბილისის „დინამოს“ ფანებს შორის დაპირისპირება დღეს
საღამოს მოხდა. დამტვრეულია ინვენტარი, სტადიონზე ქვებს ისროდნენ. აღნიშნულ სტადიონზე ეროვნული პირველობის მატჩი ფრედ დასრულდა. მოგვიანებით კი, გუნდების ფანკლუბებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
დილას ოფიციალური ფანკლუბი მოპირდაპირე ტრიბუნაზე იყო და მაშინ როცა დინამოს ფანკლუბი სკამებს ლეწავდა, საკუთარ ფეხბურთელებს მადლობას უხდიდა და ტაშით ამხნევებდა. რაც მოხდა თავიდან ბოლომდე დინამოელების პროვოკაცია იყო მინდორზეც და ტრიბუნაზეც!!!
Lionmen
10:16 03-05-2018
1
რა თქმა უნდა დილა ჩემი საყვარელი გუნდია მაგრამ, დინამო ასე ვთქვათ ბრენდია დღეს საქართველოში და როდესაც ევროთასებზე თამაშობს დიდი სიამოვნებით ვგულშემატკივრობ, მარა ეს ვითომ ფანკლუბი რო ყავს ვაგზლის ბირჟავიკები ეგენი უტეხავენ სახელს და რეპუტაციას. დაშალონ ეს ხროვა თორე ბრენდი კიარა ჩინური პატენტი გახდება მალე დინამო.
dila
09:56 03-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული