"დინამო თბილისი": რა საჭირო იყო გამოძიების დაწყება?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩი გორის "დილასა" და "დინამო თბილისს" შორის ინციდენტით დასრულდა.

შსს-ს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაც აქვს დაწყებული.

რა მოხდა გორში და რა გახდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი, Sportall.ge "დინამოს" პრესატაშე ირაკლი ბუხალის დაუკავშირდა.

"რატომ მოხდა ინციდენტი? მიკოლა კოვტალიუკმა იუხეშა ბულისკერიაზე. მერე ლაშა თოთაძემ უთხრა, რომ ბოდიში უნდა მოეხადა, უკრაინელმა კი ანიშნა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდა.

თავად ტრიბუნაზე რაც მოხ
და, შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ამას "დინამო თბილისი" გმობს. ჩვენ არანაირ აგრესიას არ ვესალმებით.

ჩხუბი არ ყოფილა არც ტრიბუნაზე და არც მის გარეთ. იქ იყო გამყოფი ბარიერი და მოხდა სკამების მტვრევა.

აქვე ვიტყვი, რომ "დინამო თბილისი" თავის სექტორში დამტვრეული სკამების ზარალს მთლიანად აანაზღაურებს.

როგორც გავიგე, გამოძიებაა დაწყებული მომხდარ ინციდენტზე. ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო გამოძიების დაწყება? შარშანდელი თამაში რომ იყო, ბოლო ტური "დინამო" - "ტორპედო", ქუთაისელმა ფანებმა ჩვენს სტადიონზე უამრავი სკამი გატეხეს.

ამაზე არანაირი გამოძიება არ ყოფილა. კლუბები შეთანხმდნენ ზარალის ანაზღაურებაზე და სულ ეს იყო.

კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ სტადიონის უკანა მხრიდან, ვინც გარეთ იყო გასული, გორელი გულშემატკივრები ქვებს ესროდნენ.

ინციდენტი ფან-კლუბებს შორის არ მომხდარა, ეს აუცილებლად მინდა ვთქვა. აქეთ იყო "დინამოს" ფან-კლუბი და იქით ადგილობრივი გორელი გულშემატკივარი", - გვითხრა ირაკლი ბუხალიმ.

▶ ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]
▶ "დინამოს" გულშემატკივრებმა "დილასთან" ნამატჩევს სკამების მტვრევა დაიწყეს და გორში დაძაბული სიტუაციაა
▶ გორის "დილას" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 9 /
აქ ფულზე არაა საუბარი. არ სჭირდება გორს თქვენი სკამების საფასურის ანაზღაურება. აი მაგ ვანდალიზმის ჩამდენებისთვის 6000 ლარიანი საპროცესოების ჩახევა კი აუცილებელია, ჭკუა რომ ისწავლონ!!!
TRX
06 მაისი 2018 14:04
0
კლუბები თვითონ ანაზღაურებენ ზარალს და საჭირო არ არის გამოძიების დაწყება?ასე აპირებენ საფეხბურთო ვანდალიზმთან ბრძოლას?ეს ხომ პირდაპირი წაქეზებაა?!სწორედაც რომ მიესალმებიან საფეხბურთო ძალადობას.აღშფოთებული ვარ ამ განცხადებით და ვფიქრობ ამისთანა ხალხი სამუდამოდ უნდა ჩამოაშორონ საფეხბურთო სტრუქტურებს.ესენი ფეხბურთში საძმოების და მხედრიონის ეპოქას ნერგავენ და ამაზე ფეხბურთის ფედერაციამაც ძალიან მკაცრად უნდა იმსჯელოს.სახელმწიფო ათეულ მილიონებს ახარჯავს კლუბებს,ესენი კი ხულიგნებს აფინანსებენ.თუ ამისთანა ფანი,ფეხბურთზე არ ივლის,დააკლდება რაიმე ფეხბურთს?არა მგონია.ბიუჯეტის ფული კი,თურმე დაიზოგება კიდეც.
ადმინ, ჩვენ უკვე რობოტები ვართ.აზრი აღარ აქვს მტკიცებას,რომ არ ვართ რობოტები,მაგრამ ჩვენც გვაქვს ბატონო ნერვები და მოაშორეთ ეს სულელური და შეურაცხმყოფელი ტესტი.პოსტებს გვიბლოკავთ და შეურაცხყოფას გვაყენებთ.ეს პოსტი მინაწერის გარეშე გამოვაგზავნე,მაგრამ არ გაუშვით.არ კმარა?ახლა მაინც არ დამიბლოკოთ.
სოსო
04 მაისი 2018 19:08
0
ლაშა თოთაძეს უნდა მიეცეს სამაგალითო დისკვალიფიკაცია უხელფასოდ სანამ არ აანაზღაურებს სტადიონისადმი მიყენებულ ზარალს.
რუსთაველი
04 მაისი 2018 16:23
5
Yes
Am chems skams
04 მაისი 2018 14:53
0
მართალია, რობოტს ვეჩალიჩო თუ, კომენტარზე ვიფიქრო ???
მიშა63
04 მაისი 2018 14:30
0
ქუთაისელებს ხმა არ გაქვთ ამოსაღები, რაც თქვენ გაპატიეს იმას ალბათ ერთადერთი მამაღმერთი პატიობს ალბათ. თორე ყველა ქვეყნის კანონებით და ყველა ქვეყნის მორალით უმაღლესი ლიგაში თამაში უნდა გქონდეთ აკრძალული.
პ.ს. დროა გუნდს სახელი შეუცვალოთ და ტორპედოს მაგივრად ქვასროლია დაარქვათ.
haha
04 მაისი 2018 14:20
2
და სკამების მტვრევა და ადამიანებზე სროლა დანაშაული არაა? ნაცარი შეაყარეთ ერთმანეთს თვალებში, დიახაც უნდა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველე ის მოქმედი პირი ვინც სტადიონის ინფრასტრუქტურა დააზიანა, თანას სამაგალითოდ, ტქვენ რაში გენაღვლებათ სტადიონზე 60000 სკამი გაქვთ და თამაშზე მაქსიმუმ 100 კაცი მოვიდეს ამტვრიეთ და იყავით მარა ჩვენ რას გვერჩით? ჩვენ გვიყვარს ჩვენი გუნდიც და პატარა ლამაზი სტადიონიც. აანაზღაურებთ კიდევაც და დაისჯებით სამაგალითოდაც.
dila
04 მაისი 2018 13:51
0
ჯერ იქიდან დავწყოთ რომ გორელი გულშემატკივარი რომელიც ბავშვებთან და ოჯახთან ერთად დადის ყოველთვის სტადიონზე ამ კუთხით ყოველთვის ერთ ერთი სამაგალითოა, როცა თბილისში 200 კაცი მივა სტადიონზე უკვირთ. მერე ამ პატარა და ლამაზ სტადიონს ყველა უფრთხილდება, მთელი ქალაქი, რაც შეეხება ამ ფაქტს ეს მარტო გორში არ ხდება როდესაც დინამოს ქომაგები საგარეო მატჩებზე დადიან, იმ შემთხვევაშიც ადგილობრივი გულშემატკივარი დიდხანს გაკვირვებული უყურებდა და შემდეგ რა გასაკვირია რო გარეთ ელოდებოდნენ რაც მაგათ გააკეთეს მადლობა თქვან რომ საერთოდ გადარჩნენ. ჯერ სკამებს ისვრიან და მერე პოლიციის უკან იმალებიან
davit
04 მაისი 2018 13:45
0
გამოდის, რომ ვისთანაც არ უნადა ქონდეს დინამოს კონფლიკტი ისინი მუდამ მართლები არიან!!! ქუთაისში მთელი სექტორი რომ დალეწენ ის არაა სახსენებელი ალბათ ხომ??? სანამ დინამოსადმი ასეთი განსაკუთრებული "სიყვარული" იქნება მმართველი ორგანოების მხრიდან,ამ საქმეს არაფერი ეშველება!!! და კიდევ ერთი, მოაშორეთ ეს უტვინო რობოტია თუ რაღაც ოხრობა, ადამიანს 10%-იანი მხედველობა მაქვს და რობოტზე ვიფიქრო თუ იმაზე რა დავწერო? ეს უბრალოდ თქვენი მკითხველების შეურაცჰყოფაა!!!
გიორგი
04 მაისი 2018 12:57
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული