ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]

AutoSharing Option
2 მაისს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" მატჩმა, რომელიც 1:1 დასრულდა, დიდი არეულობა გამოიწვია.

ყველაფერი მატჩის ბოლოს მიკოლა კოვტალიუკის უხეში თამაშით დაიწყო, რომელიც ახალგაზრდა დემეტრე ბულისკერიას დაეჯახა. ლაშა თოთაძემ ყოფილ თანაგუნდელს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რასაც უარყოფითი პასუხი მოჰყვა უკრაინელისგან. ამ ყველაფერს კი ორმხრივი არეულობა და დაძაბულობა დაემატა.

  • დილა-დინამო: ფეხბურთელთა დაპირისპირება

ამ დროს საპასუხოდ თბილისის "დინამოს" ქომაგებმა სკამების დამტვრევა დაიწყეს და გორელთა ქომაგებისთვის სროლა, რასაც ორმხრივი დაპირისპირება მოჰყვა და ადგილობრივი ქომაგი სტადიონის
გასასვლელთან ელოდებოდა პასუხის გასაცემად. საბოლოოდ სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

  • დილა-დინამო: გულშემატკივართა დაპირისპირება
*ვიდეო წარმოადგენს ადგილობრივი ტელეკომპანია "დიას" საკუთრებას.

ერთ-ერთი ქართული კლუბის ფანკლუბი განაწყენებულია ჩემზე, რომ მსგავსი რაღაცა ადრეც გამიპროტესტებია.

დავიწყოთ თავიდან, რატომ უნდა დაამტვრიო სკამები? ქვეყანაში, სადაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მხრივ არასდროს გვილხინდა, ხელს უწყობს სიტუაციის გაუარესებას.

მოედანზე არსებული სიტუაცია რატომ უნდა აქციო ფიზიკურ დაპირისპირებად მოწინააღმდეგის ქომაგთან? ლოგიკური კითხვა მიჩნდება, არ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს? ხომ შეიძლება ვიღაცამ ამ ყველაფერს ვერ გაუძლოს, განა ასეთი რაღაცები არ მომხდარა? ყველას გვახსოვს ბოლო პერიოდში მოსკოვის "სპარტაკისა" და "ბილბაოს" ქომაგის დაპირისპირება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

"ულტრასობა" მარტო სკამების დალეწვასა და ჩხუბს არ ნიშნავს. ნახეთ სხვა გუნდების ქომაგები უცხოეთში. ეს ადამიანები საკუთარ ენერგიას დადებითად იყენებენ: წერენ სიმღერებსა და ლექსებს, აწყობენ "ფლეშმობებსა" და სხვადასხვა ეფექტურ სანახაობას, ხმის ბოლო იოგამდე ქომაგობენ და გუნდს აგრძნობინებენ, რომ მარტო არ არიან, ხელს უწყობენ მოედანზე ხალხის მისვლასა და კლუბის პოპულარიზაციას.

არ ჰყავს ქართულ ფეხბურთს დასაკარგი ქომაგი. ჩემპიონატის ტრანსლაციებს ათასამდე ადამიანი უყურებს, მათგან ნახევარზე მეტი ტოტალიზატორის გამო. ქომაგი ცოტაა და დღითი დღე მცირდება, მსგავსი არეულობა კი ადამიანს მოედანზე მისვლის სურვილს უქრობს. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეროვნულ ჩემპიონატს ნუ ჩავაყენებთ უფრო რთულ მდგომარეობაში.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა დონის ჩემპიონატიაც გვაქვს, იმ დონის გულშემატკივრებიც გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ფეხბურთი, წლებია აღარ დავდივარ ჩემპიონატის თამაშებზე (გამონაკლისების გარდა-ისიც გასართობათ). ან როგორ უნდა წახვიდე, არც თამაშის ხარისხი, არც გულშემატკივრების ხარისხიანი ქცევა. კიდევ კარგი ბევრი ხალხი არ დადიდ სტადიონზე.
sandro
12:10 04-05-2018
1
აუცილებლად უნდა დაისაჯოს კლუბი დინამო სამაგალითოდ რომ მეორედ ვეღარ გაბედო ასეთი რამ. მთავარია კობიაშვილმა არ დაკრიშოს ფიფია. ხუთი თამაში უმაყურებლოდ მინიმუმ და დიდი ფინანსური სასჯელი. ასევე გააკეთონ რაც დააზიანეს. მერე კი ნამდვილად დააყენებენ ერთი ადგილს.
გიორგი
19:30 03-05-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული