ეროვნული ლიგა. X ტური: კაცნაკლულმა "ლოკომოტივმა" "სამტრედიას" ფრე გაუგორა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "სამტრედიისა" და "ლოკომოტივის" შეხვედრა 1:1 დასრულდა.

აუტსაიდერების მატჩში ანგარიში 58-ე წუთზე "სამტრედიას" ნახევარმცველმა ხაბეიშვილმა გახსნა, 68-ე წუთზე კი მსაჯმა "ლოკომოტივის" მცველი ღონღაძე გააძევა. რკინიგზული გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად არ გატყდა, ანგარიში გაათანაბრა, მერე მეტოქის შეტევებსაც გაუმკლავდა და ქულა მოიპოვა.

ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
სამტრედია - ლოკომოტივი 1:1
გოლები: 1:0 ზაურ ხაბეიშვილი (58), 1:1 გივი ქარქუზაშვილი (79, ავტოგოლი)
გაძევება: თეიმურაზ ღონღაძე (68)

სამტრედია (4-1-2-3): ომარ მიგინეიშვილი, მურთაზ დაუშვილი (კ), დათო კირკიტაძე, ანტე გი
(ანატოლი მესიაჩენკო 79), გიორგი ერისთავი, ვაკო ბაჩიაშვილი (ნიკოლოზ ხაჩიძე 84), რომან ჩაჩუა, შოთა კერძევაძე, გივი ქარქუზაშვილი, სიდი სანია, ზაურ ხაბეიშვილი (გიორგი გიორბელიძე 71)

მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

ლოკომოტივი (4-2-3-1): რევაზ თევდორაძე, თორნიკე ძებნიაური, ნიკა ჭანტურია, თეიმურაზ შონია, მამია გავაშელიშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, უჩა ლობჟანიძე, რომან ჭანტურია (გიორგი გაბაძე 69), დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (დავით ჯიქია 75), ოთარ კობახიძე (დაჩი ცნობილაძე 86)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაში ყრით პულს
vinem ar wava samtrediis xemdzgvaneloba ase iqneba
20:00 06-05-2018
1
მე ვფიქრობ, დროა გადამწყვეტი ზომები მიიღონ გუნდების ხელმძღვანელებმა ხულიგანი ფეხბურთელების წინააღმდეგ, უნდა გაიწმინდოს ქართული ჩემპიონატი არასპორტული ფეხბურთელებისგან.
gizog
19:17 06-05-2018
0

სიახლეები პოპულარული