"დინამოში" ლეგიონერებს ელიან

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" დედაქალაქური დერბი წააგო "ლოკომოტივთან" და ლიდერ "საბურთალოს" 5 ქულით ჩამორჩა. ბევრი საუბრობს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბს, რომელიც ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს, პატარა ჩავარდნა აქვს.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს თავი რომ დავანებოთ, "დინამოს" კარს ადგას ევროტურნირები. როგორი ახალგაზრდულიც უნდა იყოს "დინამო", მის მიმართ ინტერესი და მოლოდინი ქართულ საფეხბურთო თემში მაინც დიდია.

რა და როგორ ხდება "დინამოში", რა თქმა უნდა, ამის თაობაზე ყველაზე უკეთესად დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ იცის. გუშინ "ლელო" სწორედ დინამოელთა თავკაცს დაუკავშირდა და ინტერვიუ
ჩამოართვა მას.

- დავიწყოთ საერთო მდგომარეობის შეფასებით. დედაქალაქური მარცხის შემდეგ ითქვა, რომ "დინამოს" თამაშში მცირე ჩავარდნაა. პრინციპში, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი ძალიან ახალგაზრდულია...

- რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ "ლოკომოტივთან" თამაშის შედეგით. ჩვენი გუნდი ყველა თამაშზე გადის მოსაგებად და ეს ჩვენთვის აქსიომაა. "ლოკომოტივთან" შეხვედრას რაც შეეხება, ცხადია, ჩვენ არ ვართ არც თამაშით კმაყოფილები, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ თვით ასეთი თამაშის ფონზეც კი შეიძლებოდა ამ შეხვედრის მოგება. ალბათ დამეთანხმებით, იყო მომენტები და ამ მომენტებს სჭირდებოდა გამოყენება.

ზარია, კუცია, ქაფიანიძე, ქარდავა... ეს და სხვა ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. 6-7 ფეხბურთელი რომ დააკლდება ტრავმის გამო, ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. სეზონი გრძელია და მის კონკრეტულ მონაკვეთში შეიძლება დადგეს მცირე გადაღლილობის პერიოდი. თავადაც მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია.

ახალგაზრდა მოთამაშე რამდენიმე შეხვედრაში ზედიზედ რომ მიიღებს დატვირთვას, სასურველია, რომ მერე მან დაისვენოს და აღიდგინოს ძალები. ჩვენ გვქონდა მონახაზი იმისა, თუ რომელი ფეხბურთელები უნდა დაგვესვენებინა "ლოკომოტივთან" შეხვედრაში, მაგრამ ტრავმებმა არ მოგვცა საშუალება, რეალობაში გამოგვეყენებინა ის.

- თუ არის იმის ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში "დინამოს" შემადგენლობაში ლეგიონერები გამოჩდნენ?

- სანაკრებო პაუზის დროს ველოდებით ლეგიონერებს. შემოგვიერთდებიან ისინი და შევაფასებთ მათ შესაძლებლობებს. ჩემი პრინციპი ასეთია: ჩამოყვანილი ფეხბურთელი ქართველ მოთამაშეზე მნიშვნელოვნად მაღლა იდგეს. თუ თანაბარია დონე, მაშინ უმჯობესი არ არის, ქართველმა ითამაშოს?თუ იქნება იმ ლეგიონერებს შორის ისეთი, რომელიც რეალურად გააძლიერებს "დინამოს", მაშინ მათ სამსახურზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით.

კახა კაჭარავასთან ინტერვიუს სრულ ვერსიას "ლელოს" 18 მაისის ნომერში იხილავთ.

lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამოში რომ ლეგიონერი სინჯებზე ჩამოვა ეგ კი გამოადგებათ ევროთასებზე : )))

დინამოზე კომენტარებს ნუ ბლოკავთ...
ვაი
12:06 18-05-2018
0
ეხლა სამტრედიასთანაც განადგურდება დინამო .
soso
09:48 18-05-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული