"კოპენჰაგენი" და "სელტიკი" იგეშებიან - ვინ შეიძლება შეხვდეს ქართულ კლუბებს ევროთასებზე?

AutoSharing Option
თითქმის ერთი თვეც აღარ დარჩა, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, საქართველოს სახელს კი 2018/19 წლების სეზონში ქუთაისის "ტორპედო" დაიცავს.

განახლებული წესების მიხედვით, გუნდების ძირითადი ნაწილი პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს, მათ შორის, ჩვენი ჩემპიონიც და ახალი წესის მიხედვით, პირველივე ეტაპზე მარცხის შემთხვევაში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

კენჭისყრა 19 ივნისს გაიმართება, ხოლო პირველი შეხვედრა - 10-11 ივლისს. ახალი წესების მიხედვით, ქუთაისური კლუბის საქმე უფრო რთულადაა, რადგან კლუბი განუთესავი იქნება, ხოლო მისი მეტოქე შეიძლება წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეც
კი
გახდეს.

განთესილი კლუბების და "ტორპედოს" პოტენციური მეტოქეების სია ასე გამოიყურება:

  • "აპოელი" (კვიპროსი), "ჰაპოელი ბეერ-შევა" (ისრაელი), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "სელტიკი" (შოტლანდია), "ცრცვენა ზვეზდა" (სერბეთი), "რუსენბორგი" (ნორვეგია), "მალმიო" (შვედეთი), "შერიფი" (მოლდოვა), "კუკესი" (ალბანეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "ზრინსკი" (ბოსნია), "ნიუ სეინთსი" (უელსი), ჰიკი (ფინეთი)

ხოლო 12 ივნისს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრაა ჩანიშნული. წილისყრაში სამი ქართული გუნდი მიიღებს მონაწილეობას: თბილისის "დინამო", "სამტრედია" და საჩხერის "ჩიხურა".

პირველი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება, საპასუხო კი - 5 ივლისს. ქართული კლუბებიდან მხოლოდ "დინამო" არის განთესილი. მისი სავარაუდო მეტოქეები შეიძლება იყოს: 

  • "სკუპი" (მაკედონია), კუპსი, ლვესი, "ლაჰთი" (ყველა ფინეთი), "შამროკ როვერსი", "დერრი სითი" (ირლანდია), "რიგა" (ლატვია), "ნარვა ტრანსი" (ესტონეთი), "შტუმბრასი" (ლიეტუვა), "განძასარი", "ბანანჩი" (სომხეთი), "ბალზანი" (მალტა), "რასინგი", "პროგრესი" (ლუქსემბურგი), "კოლერაინე", "გლენოვანი" (ჩრდილოეთი ირლანდია), "ნომადსი" (უელსი), "რუნავიკი" (ფარერის კუნძულები), "ვადუცი" (ლიხტენშტეინი), "ლევადია" (ესტონეთი), "მილსამი" (მოლდოვა), "სტიარნანი" (ისლანდია), "ფერენცვაროსი" (უნგრეთი), "კლიფტონვილი" (ჩრდილოეთი ირლანდია) "დუნიასკა სტრედა" (სლოვაკეთი), "პოდგორიცა" (მონტენეგრო), "შიროკი" (ბოსნია და ჰერცოგოვინა), "პიუნიკი" (სომხეთი), "პარტიზანი" (ალბანეთი), "პეტროცუბი", "ზარია" (ორივე მოლდოვა), "ტრაკაი" (ლიეტუვა), "ლუფტელარი", "ლაცი" (ორივე ალბანეთი) იბვ (ისლანდია) "უჟპესტი" (უნგრეთი) "ლიეპაია" (ლატვია), "ევროპა" (გიბრალტარი), "ტორშავენი" (ფარერის კუნძულები)

altვინ არიან "დინამო თბილისში" სინჯებზე მყოფი ესპანელი ლეგიონერები?


განუთესავი იქნება საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია", რომლებსაც შეიძლება ძალიან ძლიერი მეტოქე ერგოთ. თუნდაც "კოპენჰაგენი" ან "რეინჯერსი". სია ასე გამოიყურება:

  • "კოპენჰაგენი" (დანია), "მარიბორი" (სლოვენია), თელ-ავივის "მაქაბი" (ისრაელი), "პარტიზანი" (სერბეთი), "მიოლდე" (ნორვეგია), "აპოლონი" (კვიპროსი), მინსკის "დინამო" (ბელორუსი), "ლეხი" (პოლონეთი), ფჰ (ისლანდია), "დუნდალკი" (ირლანდია), "ზალგირისი" (ლიეტუვა), "გაბალა" (აზერბაიჯანი), "ოსიეკი" (ხორვატია), "ნორდსიელენდი" (დანია), "ვარდარი" (მაკედონია), "ტრენჩინი", "სლოვანი" (ორივე სლოვაკეთი), "ბეითარი" (ისრაელი), "ანორთოსისი" (კვიპროსი), "ვიტორული" (რუმინეთი), "გორნიკი" (პოლონეთი), "აიკი" (შვედეთი), "ნომმე" (ესტონეთი), "ჰაკენი" (შვედეთი), "კეშლა", "ნეფთჩი" (ორივე აზერბაიჯანი), "სლავია", ცსკა, "ლევსკი" (ყველა ბულგარეთი), "ვენტსპილი" (ლატვია), "რადნიკი", "სპარტაკი" (ორივე სერბეთი), "შახტიორი" (ბელორუსი), "რეიჯერსი", "ჰიბერიანი" (ორივე შოტლანდია), "ქაირათი", "ირტიში", "ტობოლი" (ყველა ყაზახეთი), "ფოლა" (ლუქსემბურგი), "სარპსბორგი" (ნორვეგია), "რაბოტნიკი" (მაკედონია), "სარაევო", "ზელენზნიჩარი" (ორივე ბოსნია და ჰერცოგოვინა), "დომჟალე" (სლოვენია), "მლადოსტი" (მონტენეგრო).

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში:


მკითხველის კომენტარები / 11 /
გუნდს რო სასადილოში ქაბაბის და ხინკლის ვალი ექნება იმას თუ გუნდი და თუ იმ პირველობას ფეხბურთი ქვია გადამილოცია ეგეთი ფეხბურთი ჩვენი არაკეთილმოსურნე ნებისმიერი ქომაგისთვის რა ყველაზე სუსტი ყველაზე გამართულია ადრინდელთან შედარებით გუნდების ფინანსური შესაძლებლობები მარა არასაკმარისი ჯიგარო ამ ხუთი წლის უკან ვინ წარმოიდგენდა იმას რო ფეხბურთელში ლამის ნახევარ მილიარდს გადაიხდიდა გუნდი და ხელფასი 40 მილონი ექნებოდა.დდ
zaza
31 მაისი 2018 19:36
0
ყველა უცხოურ გუნდს ოცნება აქვთ პირველ ეტაპზე ქართული გუნდი შეხვდეს. შარშან ყარაბახს რომ შეხვდა სამტრედია სიხარულით გადაირივნენ აზერები. ვარჯიში იყოო იძახდნენ თამაშის მერე, ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს ვის შევხვდებით ყველასთან წავაგებთ, ესაა ბიძია მწარე სიმართლე. არანაირი ენთუზიაზმი არ გქონდეთ.
roma
31 მაისი 2018 18:57
0
კი მარა ეს დედააფეთქებული არ შეიძლება უარი რომ ვთქვათ. იმედია აზერების მხრიდან კიდევ ერთ გაფითურებას ავცდებით. ტფუ ვინმე ევროპულ ასეთუ ისე ნორმალურ ქვეყანასთან მაინც გამოვარდებით.
mmm
31 მაისი 2018 15:56
0
სტადიონი დინამოს როაქ ეგეთი ბარეორს ენატრება მარა რა მაგით არც არაფელი სტადიონი კიარა ბიძია ფულია საჭირო ფული თორე პირტიტველა ბალღებით რო გადიხარ ევროთასებზე ვინ გაგატარებს 1 მილიონი ლარი ერთი კაი მანქანა ღირს ევროპაში რაღა დროს მილიონ ლარიანი გუნდებია თქვე დალოცვილებო. კობიაშვილისკენ ვინც ხელს იშვერს იმათ გასაგონად დომენტი სიჟინავას დროს ხო ანგრევდით გრანდებს მარჯვნივ და მარცხნივ.დდ ეგ კიარა პირველობას ვერ ამთავრებდენ გუნდები და შუა გზაში იშლებოდენ ბათუმი კიდე სად თამაშობდა თვითონაც არიცოდა იგივე ფოთი ზუგდიდი და ის რაიყო თამაშების გაყიდვაზე ლამის ნახევარი საქართველო რო დაიჭირეს.აი ეგეთი რაღაცეები რო მოგწონს და ტაშს უკრავ მიტოა მერე ხელში რო გჩება ჩაფუშული ბურთი დანგრეული სტადიონები და კორუმპირებული ფედერაცია.
zaza
31 მაისი 2018 14:22
1
ყველაფერი შედარებითია ჯიგარო, ასეთი სუსტი საკლუბო ფეხბურთი ჩვენ არ გვქონია და საშინელი მენეჯმენტი, ისეთი ლეგიონერები ჩამოჰყავთ, ნახევარ სეზონს ვერ ამთავრებინებენ და უშვებენ.
dato
31 მაისი 2018 15:31
1
ტორპედო სამწუხაროდ უპირობო აუტსაიდერია ყველა შესაძლო მეტოქესთან. იგივე ითქმის სხვა ქართულ გუნდებზეც. ყოველ შემთხვევაში იმის თქმა, რომ ვინმესთან ფავორიტი ვართ - უტოპიაა
Levani
31 მაისი 2018 13:44
1
ერთადერთი უელსის ჩემპიონთან იქნება ტორპედო ფავორიტი, ბოსნიის და ალბანეთის ჩემპიონებსაც არაფერი დაეწუნებათ.)))
dato
31 მაისი 2018 12:31
5
კიდევ ერთხელ დადასტურდება ფედერაციის არასწორი და არაპროფესიონალური დამოკიდებულება. ამ ფედერაციის მოსვლის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი დასამარდა. ყოველწლიურად რამდენიმე ნაბიჯით ვქვეითდებით უეფას რეიტინგში. უუნრო ფედერაცია ამის გამოსასწორებლად ააფერს აკეთებს. რაც ძიუდოს ფედერაციაში ხდება, აქ უნდა ხდებოდეს ეგ.
1
31 მაისი 2018 12:22
4
ჩემპიონატის ჩატარების სისტემა იმიტომ შეცვალა კობიაშვილმა რომ გუნდები კარგად მომზადებულიყვნენ ევროთასებზე. წინა სეზონშიც და ახლაც მტკიცდება რომ სეზონის ცვლილება და გუნდების რაოდენობა ქართულ ფეხბურთს ვერ განავითარებს. ქართული ფეხბურთი განვითარდება თუ სახელმწიფო პირველ ეტაპზე ლიგა 1-ის გუნდებს აუშენებს მაღალი დონის სტადიონებს (ტრიბუნები ოთხივე მხრიდან, თავისი გადახურვით), მაღალი დონის სავარჯიშო ბაზებს და მაღალი დონის ბავშვთა აკადემიებს და არა ისეთ იაფფასიან ფინაჩობებს როგორიცაა რაგბის სტადიონები. ძველი სისტემით ჩემპიონატი მთავრდებოდა მაისის შუა რიცხვში და ევრო თასები უწევდათ დაახლოებით 1 თვეში, 1 თვეში ევროზონაში მოხვედრილი გუნდის წამყვანი ფეხბურთელები გაქცევას ვერ ასწრებდნენ და ევროპაში გადიოდნენ იგივე შემადგენლობით, ახლა კი ჩემპიონატი მთავრდება დეკემბერში და 6 თვის მერე უწევთ ევროთასებზე თამაში. 6 თვეში წამყვანი ფეხბურთელები გარბიან და სრულიად ახალი გუნდის ჩამოყალიბება უწევს მწვრთნელებს და ეტყობა განსაკუთრებით სამტრედიას როგორი გუნდი ჩამოაყალიბა.
დათო30
31 მაისი 2018 12:18
3
მაგ რაგბის ფინაჩობებით, რატომღაც ეს უცნაური ხალხი ანუ რაგბისტები, როგორღაც ახერხებენ მსოფლიო დონის ლიდერებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ თან ლეგიონერების გარეშე. ალბათ ჩუმად ემზადებიან კარგ და კომფორტულ სტადიონებზე. შენნაერები იტყვიან ძირითადი ბირთვი საფრანგეთში ემზადებაო და საინტერესოა ისინი პირდაპირ საფრანგეტში დაიბადნენ თუ მაგ ფინაჩობებზე და ხშირად უხელფასოდაც კი ივარჯიშეს?

რაც შეეხება 6 თვეში ფეხბურთელების გაქცევას, კარგად გაიხსენეთ როგორ ახერხებდნენ მაისში ჩემპიონატის ერთი გუნდით დამთავრებას და ერთ თვეში ევროტურნირებზე სულ სხვა და შეუთამაშებელი გუნდით გასვლას.
გუნდის მართლა მომზადება თუ გინდა და ამის თავი გაქვს 6 თვე უნდა გაწყობდეს და თავის გამართლება თუ გინდა საბაბს ყოველთვის იპოვი.
ოთარი
31 მაისი 2018 14:27
0
აბსოლიტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვინ შეხვდება ჩვენს კლუბებს, რადგან კატასტროფული შედეგი გარანტირებული აქვთ ყველა შემთხვევაში. პირველი ეტაპის გადალახვაც კი წარმოუდგენლად ჩანს ამ გადასახედიდან და სიმართლე ვთქვათ არც გამოსავალი იცის არავინ ამ მდგომარეობიდან.
ირაკლი
31 მაისი 2018 11:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული