ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის "დინამო" გამარჯვების შემთხვევაში გალიდერდებოდა, მაგრამ გაიმარჯვა კი არა დამარცხდა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალომ" ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ, 90+2-ე წუთზე გაიტანა გოლი. თავი ნახევარმცველმა ვაგნერ გონსალვეშმა გამოიჩინა.
ამ მოგებით "საბურთალო" "დინამოს" 5 ქულით გაექცა და ლიდერობა განიმტკიცა.
ხვალ ტურის დასკვნით მატჩში "ჩიხურა" "ტორპედოს" უმასპინძლებს.