"სამტრედია" ძლიერდება? - Sportall.ge-მ 5 ფეხბურთელის ვინაობა გაარკვია

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ჩაუვარდა ინფორმაცია იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებმაც შეიძლება იმერული კლუბის ღირსება დაიცვან.

შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლს" დაუპირისპირდება.

როგორც "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, ისინი გაძლიერებას გეგმავენ და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

alt"სამტრედიის" მწვრთნელი "ტობოლზე": პირდაპირ ვიტყვი, რომ შევაკვდებით!


როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს: საქართველოს ნაკრების ფორვარდ ვლადიმერ დვალიშვილთან. ასევე, კლუბი ცდილობს გიული მანჯგალაძის დაბრუნებას.

ამავდროულად, კლუბს ეროვნული ლიგა 2-ის რამდენიმე ფეხბურთელის დამატება სურს. მათ შორის არის ბათუმის "დინამოს" შემტევი გიორგი ილურიძე,
"თელავის" შემტევი გიორგი ხარებაშვილი და მარტვილის "მერანის" ლეგიონერი ბენჟამინ ტეიდი.

ჩვენი ინფორმაციით, ეს ფეხბურთელების მცირე სიაა და კლუბი აქტიურ რეჟიმში ცდილობს გუნდის გაძლიერებას.

altქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 13 /
თან თამაში წინა დღეს რომ ფეღბურთელს დაიმატებ ამას გაძლიერება ქვია?
0
ლიგა 2-შიც არიან კარგი ფეხბურთელები სამტრედიის დონისთვის 5-ვე კარგი ფეხბურთელია
avto
17:53 20-06-2018
7

სიახლეები პოპულარული