"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს - უკრაინელი ახალწვეული ქუთაისში

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მალე კიდევ ერთი ახალწვეული ეყოლება. ეს 24 წლის უკრაინელი მცველი ალექსანდრ აზატსკია. უკრაინელ ფეხბურთელთან ამ დღეებში გაფორმდება კონტრაქტი.

ალექსანდრ აზატსკი 2016 წელს "ჩერნომორეცში" დავით ხოჭოლავას მეწყვილე იყო, ბოლო სეზონში კი ჩეხური "ბანიკ ოსტრავას" ღირსებას იცავდა.

აზატსკიმ "ბანიკ ოსტრავას" 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. "ტრანსფერმარკეტზე" მისი ღირებულება 300 000 ევროს შეადგენს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს უთამაშია უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. შეგახსენებთ, ეს "ტორპედოს" რიგით მეორე ახალწვეული იქნება. მანამდე კლუბმა სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰლინკა დაიმატა.

აღსანიშნავია ისიც, რომ
შესაძლოა, ახალწვეულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან კლუბში ფეხბურთელების დამატებაზე აქტიურად მუშაობენ.

altამაზე უარის თქმა რთული იყო - "ტორპედომ" სლოვაკი ფეხბურთელი დაიმატა


მკითხველის კომენტარები / 5 /
ესეთი კიდე 5 მაინც უნდა აიყვანონ. შერიფში მგონი 15 ყოლიათ. ადგილობრივიც ისწავლის ამათთან რაიმეს. თანაც შერიფი მგონი გასვლაზე მაგრა თამაშობს, ჰოდა ჯობია დაცვა და ნახევარდაცვა გაძლიერდეს.
ჰაჰა
27 ივნისი 2018 09:55
0
წარმატება მინდა ვუსუსრვო ტორპედოს, აქამდე რას ელოდებოდა მენეჯერი? დაახლოებით 1 -2 თვით ადრე უნდა მოეწვია ყველა რომ გუნდი შეკრულიყო და შეთამაშებულიყო, ეხლა დაიწყებენ შეთამაშებულები არ ვიყავითო და ლიგის მერე გაუშვებენ მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც, ძალიან მინდა რომ ვცდებოდე.
გუჯა
26 ივნისი 2018 20:07
2
ფიფიააააააააააა გამოფხიზლდი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
dinamo
26 ივნისი 2018 17:32
2
იმედია გააგრძელებს ტორპედო გაძლიერებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართულ გუნდს ევროტურნირებზე
roma
26 ივნისი 2018 16:26
2
კარგი შენაძენია კიდე 2-3 ასეთი ტრანსფერი და ნორმალური გუნდის დაყენება შეიძლება.
irakli81
26 ივნისი 2018 16:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული