ამაზე უარის თქმა რთული იყო - "ტორპედომ" სლოვაკი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" პირველი მერცხალია. ქართულმა კლუბმა 27 წლის სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰლინკა დაიმატა.

მარეკ ჰლინკა აქამდე ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში "ბანიკ ოსტრავას" ღირსებას იცავდა, სადაც ბოლო ორი სეზონი დაჰყო. აღსანიშნავია, რომ ჰლინკას 100%-იანი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ადგილობრივ ჩემპიონატში შესანიშნავად ასპარეზობდა.

სლოვაკი ნახევარმცველი "ტორპედოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. როგორც ჩეხბური გამოცემა isport.blesk.cz წერს, "ბანიკ ოსტრავას" სპორტულ დირექტორს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, თუმცა ფეხბურთელმა ქართული გუნდი არჩია.

თვითონ ფეხბურთელი თავის გადაწყვეტილებას ჩეხურ გამოცემასთან ასე ხსნის:

"ჩეხური კლუბის მენეჯმენტს ავუხსენი, რომ საინტერესო შემოთავაზება
მივიღე, რაზეც რთული იყო უარის თქმა. ეს იქნება ჩემი შორეული მოგზაურობა. ისინი ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციას თამაშობენ. მალე 28 წლის ვხდები და ამიტომ მინდა, რაიმე ახალი ვცადო.

საქართველოს ეროვნული ლიგა არ არის ისეთი, როგორიც ჩეხურია, თუმცა ადგილობრივ ჩემპიონატში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და შესანიშნავი გულშემარტკივრები ჰყავთ. მწვრთნელმა მითხრა, რომ ესაჭიროებოდა ფეხბურთელი, რომელიც ნახევარდაცვის ხაზს გააძლიერებდა".

მარეკ ჰლინკას აქამდე მხოლოდ ჩეხურ და სლოვაკურ გუნდებში უთამაშია. რაც შეეხება ნაკრებს, ის სლოვაკეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, თუმცა მთავარ გუნდში ჯერ გამოცდილება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ტირასპოლის "შერიფი" იქნება.

altკახა ჩხეტიანი: ერთი სიტყვით, "შერიფი" რთული მეტოქეა!

altქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

altმოლდოვის ჩემპიონი და ევროპა ლიგის გუნდი - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე

 

მკითხველის კომენტარები / 9 /
Esaa,is batoni shemtxvevit fexburtshi rom aris,ambobda iset frxburtelebs chamovikvant udzleresebs sakartvelos arc ert gunds rom ar girsebiao.,esaa?!ra afer es chacha vaaaaaa
Lado
09:44 28-06-2018
1
ჩხეტო რატომ არაფერს ამბობს რომ ტორპედოს გაძლიერება არ სურთ, თუ ეშინია რომ გუნდიდან გაუშვებენ.
პატრიოტი იმერელი
11:42 22-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული