ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედი ჩემპიონიდან, ქუთაისის "ტორპედოდან" სასიამოვნო სიახლეები ისმის.

კლუბი აქტიურად მუშაობს სატრანსფერო ბაზარზე და მალე შეიძლება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს.

ჩვენი ინფორმაციით იმერული კლუბი ერთბაშად "რუსთავის" სამი ფეხბურთელითაა დაინტერესებული, მცველებით - ლევან გეგეჭკორითა და მამუკა კობახიძით. ასევე, კლუბს სურს ნახევარმცველ მათე ცინცაძის დამატებაც. სამივე ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გახდა დებიუტანტ "რუსთავის" ფეხბურთელი.

ამავდროულად, "ტორპედო" კიდევ ერთი ლეგიონერით არის დაინტერესებული. საუბარია ქართველი ქომაგისთვის არცთუ ისე უცნობ ნახევარმცველზე, სენეგალელ არფანგ დაფეზე, რომელიც 2017 წელს ფოთის "კოლხეთში" ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ ის მოულოდნელად ირანის ჩემპიონატში
აღმოჩნდა ისე, რომ ქართული კლუბი საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს 10 ივლისს, მოლდოვურ "შერიფთან" საშინაო მატჩით იწყებს.

alt"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს - უკრაინელი ახალწვეული ქუთაისში

altამაზე უარის თქმა რთული იყო - "ტორპედომ" სლოვაკი ფეხბურთელი დაიმატა