ეროვნული ლიგა. XVIII ტური: ლიდერმა "საბურთალომ" უპრობლემოდ დაამარცხა "სამტრედია" [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ლიდერმა "საბურთალომ" უპრობლემოდ დაამარცხა "სამტრედია".

ევროპა ლიგაზე ასპარეზობის წინ "სამტრედია" 4 ფეხბურთელით გაძლიერდა და საინტერესო იყო, როგორ წინააღმდეგობას გაუწევდა ლიდერ "საბურთალოს".

ანგარიში მე-20 წუთზე "საბურთალოს" ფორვარდმა დავით ვოლკოვმა გახსნა, 31-ე წუთზე კი ტანმორჩილმა კოხრეიძემ ნაკუთხურალ ბურთს თავურით სტურუას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი - 0:2. 38-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდებისას მსაჯმა თბილისელი გრიგალაშვილის მიერ ხაბეიშვილზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და ანტე გიმ თერთმეტმეტრიანით ერთი ბურთი გაქვითა. ამის შემდეგ "სამტრედია" დაეუფლა ინიციატივას, თუმცა მეორე გოლი ვერ
გაიტანა და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმში "საბურთალო" ისევ დაეუფლა ინიციატივას და 81-ე წუთზე დიასამიძესთან გათამაშებული ლამაზი კომბინაცია ვაგნერ გონსალვეშმა გოლით დააგვირგვინა.


ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
სამტრედია - საბურთალო 1:3
გოლები: 0:1 დავით ვოლკოვი (20), 0:2 გიორგი კოხრეიძე (31), 1:2 ანტე გი (31, პენ), 1:3 ვაგნერ გონსალვეში (81)

სამტრედია: ილია სტურუა, დათო კირკიტაძე, ანტე გი, გიორგი ახალაძე (აკაკი ნინუა 76), ვაკო ბაჩიაშვილი (ვალერი ოლხოვი 73), რომან ჩაჩუა, შოთა კერძევაძე, დმიტრო ულიანოვი (გიორგი გიორბელიძე 88), ივან ფატიჩი, გიორგი ჯგერენაია, ზაურ ხაბეიშვილი

მთ. მწვრთნელი: ლევან ჯოხაძე

საბურთალო: ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი (სანდრო ალთუნაშვილი 61), დავით ვოლკოვი (გურამ გოშთელიანი 56), გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, ბექა გვარაძე (გიორგი დიასამიძე 68), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენია ნეტა მაყურებელი? და სხვას დასცინიტ კიდევ
qomagi
12:05 10-07-2018
0

სიახლეები პოპულარული