სასამართლოს გადაწყვეტილებით, "დინამო თბილისის" ბაზასთან მშენებარე კორპუსების დემონტაჟი უნდა დაიწყოს

AutoSharing Option
სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და იმედია, საზოგადოებას საკუთარი ტრადიციებისა და ისტორიის დაცვა კიდევ ერთხელ აღარ მოუწევს, - ამის შესახებ შპს საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადებაშია ნათქვამი.

კლუბის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებს - შპს "გიკო და კომპანიას" და შპს "ბაუსტარი მმს"-ს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და დაევალათ ამავე მიწის ნაკვეთზე უკვე განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.

სასამართლო დავა შპს "საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოსა" და ორ სამშენებლო კომპანიას შორის მიმდინარეობდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კომპანიები "დინამო თბილისის"
საწვრთნელი ბაზის მიმდებარედ მაღალსართულიან კორპუსებს აშენებენ.

"ახლა მთავარია, სამშენებლო კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება კლიენტებს დროულად გააცნონ და რეალური ვითარება არ დაუმალონ. შესაძლოა, ზოგიერთს თანხა უკვე გადახდილი აქვს. სწორედ სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობაა კლიენტის ინტერესებზე ზრუნვა.

ისინი დროულად უნდა დაკმაყოფილდნენ ალტერნატიული ფართებით, რათა ამ პროცესმა არავინ დააზარალოს", - ნათქვამია შპს "საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს" განცხადებაში.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ასეთ ინფორმაციას რის საფუძველზე წერთ?დადეთ დამადასტურებელი საბუთები!
მარი
06 ივლისი 2018 11:02
4
იმედია ბოლოსდა ბოლოს დაადგება საშველი ამ ქაოსურ მშენებლობებზე ნებართვების გაცემას
სანდრო
06 ივლისი 2018 09:41
1
ისევ ხალხი გაიტისკება.
beqa
05 ივლისი 2018 22:28
2
სამშენებლო კომპანია სავარაუდოდ გაკოტრდება, ვინც მანდ ბინები იყიდა სავარაუდოდ თანხას ვერ ამოიღებენ! შემდეგ ჯერზე კომპანიებიც და მყიდველიც მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ, სად აშენებენ და სად ყიდულობენ ბინებს! წალეკა ქალაქი უაზრო მშენებლობებმა!
ჯონდოს
05 ივლისი 2018 17:14
0
და სამშენებლო ფირმების ზარალს ბებიაჩემი თამარა დააკმაყოფილებს?
ჯონდო
05 ივლისი 2018 16:20
26
კი ზუსტად!
xxx
05 ივლისი 2018 22:32
0

სიახლეები პოპულარული