გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია

AutoSharing Option
დინამო თბილისს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, თბილისურ კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2,5 წლით ვადით გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს.

გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის ლოკომოტივი იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ლოკომოტივის გარდა ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს თბილისის საბურთალოს და ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

რაც შეეხება ტიტულებს, გიორგი ჭიაბრიშვილი ზესტაფონთან და საბურთალოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს კი, თბილისურ კლუბთან ერთად საქართველის დავით
ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. 2018 და 2020 წლის სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
რამდენიმე თვეში ამასაც გაუშვებს ფიფია, ეს კაცი ძირეულ ცვლილებებს გუნდში არ მოახდენს, ისე "კოსმეტიკურ"ს, ხალხი დაიღალა ლოდინით როდის დაიკავებს გუნდი ისეთ ადგილს ქართულ ფეხბურთში როგორც ეკადრება მის წარსულს და მის სახელს
ალეკსანდრე
12:39 20-06-2022
0
წარმატებები "დინამო" თბილისს და გიორგი ჭიაბრიშვილს.
tngh
12:12 20-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული