იტალიელი მილიარდერი - ვინ არის "უოტფორდში" ჩისკოს დამნიშნავი ჯინო პოცო

AutoSharing Option
უკვე ძველი ამბავია, რომ "დინამო თბილისის" ყოფილი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ "უოტფორდს" ჩაუდგა სათავეში.

"ონავრების" (გუნდის ზედმეტსახელი) მფლობელი და პრეზიდენტი კი ცნობილი იტალიელი ბიზნესმენი ჯინო პოცო გახლავთ, რომელიც წლებია საფეხბურთო ფუნქციონერია.

ჯინო პოცო 1965 წელს მილიონერთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ჯამპაოლო პოცო ცნობილი ბიზნესმენი და ფეხბურთის დიდი ფანი გახლდათ. ეს სპორტი უყვარდა მის მეუღლე ჯულიანასაც.

ჯინომ განათლება აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი ოჯახის ნაკვალევს გაჰყვა. ის თავიდან სკაუტინგითა და ახალგაზრდა ფეხბურთელების მოძიებით იყო დაკავებული.

პირველად ის საფეხბურთო გუნდის
მართვით 1993 წელს დაინტერესდა, მისი ოჯახი კი კლუბ "უდინეზეს" მფლობელი 1986 წლიდან გახლდათ.

ჯინომ იმდენი მოახერხა, რომ "ფრიულის" ბინადრები მალე სერია B-დან უმაღლეს დივიზიონში დააწინაურა და კალჩოს ელიტის უცვლელი წევრი გახდა.

2009 წელს ესპანური კლუბი "გრანადა" გაკოტრების პირას იყო. მათ დიდი ვალები ჰქონდათ და დიდი იყო საშიშროება, რომ არსებობა შეეწყვიტათ.

ეს ამბავი ჯინომ შეიტყო და მამამისი დაარწმუნა, რომ ეს გუნდი აუცილებლად შეეძინათ, რაც შემდეგ წარმატებას მოუტანდათ.

მან მამის დაყოლიება მოახერხა, გუნდის დავალიანება 12 მილიონი ევრო დაფარა და სეგუნდა B-დან "გრანადა" ელიტაში აღაზევა, ასეთი შედეგისთვის კი "გრანადას" ბოლო 35 წელი არ ჰქონდათ მიღწეული.

ესპანეთში წარმატებული საქმიანობის შემდეგ ჯინო ლონდონში ოჯახით გადაბარგდა საცხოვრებლად. მას მეუღლე კარლა, ასევე, ორი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს.

2012 წელს მან ინგლისელი ბიზნესმენისგან, ლორენს ბასინისგან "უოტფორდი" შეიძინა.

2014 წელს გუნდი პრემიერლიგაში დაწინაურდა. პოცოს ოჯახმა "უოტფორდში" დიდი ინვესტიცია ჩადო. ხშირია შემთხვევა, როდესაც მათ მფლობელობაში არსებულ 3 გუნდში მოთამაშეები ერთი კლუბიდან მეორეში გადადიან.

ახლა "უოტფორდი" ინგლისის ჩემპიონშიპში თამაშობს. პოცოს პირობა აქვს დადებული, რომ 2021 წელს პრემიერლიგას აუცილებლად დაუბრუნდებიან.

უეჭველი იქნებოდა, რომ ის ამ პირობას ჩისკოსაც წაუყენებდა. სხვათა შორის, პოცოს ნათქვამი აქვს, რომ მწვრთნელს შემადგენლობის დაყენებასაც ურჩევს ხოლმე, რადგან თვლის, რომ ტაქტიკურ მონახაზსა და ფეხბურთში მშვენივრად ერკვევა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩისკო ჩვენ გავაგდეთ,დედა ვაგინეთ კლაკსვიკთან წაგებული 6:1-ის გამო და კაცი უოტფორდში გაიჩითა:):):)ვაისი გავაგდეთ და მას გადავაბრალეთ ყველაფერი.არამარტო უბრალო გულშემატკივრებმა გავლანძღეთ,არამედ პროფესიონალებმაც მწვრთნელებმა,ჟურნალისტებმა,რომლებმაც დატოვეს საერთოდ ვაისი და გაიქცნენ უზრდელურად.კაცმა რომელმაც სლოვაკეთში დღესაც ეთაყვანებიან.სლოვაკეთი მსოფლიოს მერვედფინალში გაიყვანა.ფეხბურთელები არ გვყავს არააააააააააააააააა.
lasha
17:36 25-12-2020
2
ჩისკოს წაყანას დინამო ეყიდა, ტალანტებს გაზრდიდა აკადემიაში და პირდაპირ თავისივე ტოპ ლიგის გუნდებში გაუშვებდა... რას აცეწყობოდით
8

სიახლეები პოპულარული