რომან ფიფია: ვფიქრობთ, გავიდეთ იაფ სატრანსფერო ბაზარზე

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, რომან ფიფია "სასამართლოშია გაჩხერილი".

გარდა ამისა, ფიფია გუნდის გაძლიერებაზეც საუბრობს და მაგალითად იაფი აფრიკული ბაზარი მოჰყავს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რეალურად, პოსტსაბჭოეთის ყველა ახალწამოჩიტული გრანდი ასეა - "ასტანაში", "ყარაბაღში", "გაბალაში", "შერიფში"... ამინდს 3-4 ძლიერი ლეგიონერი ქმნის. ანუ მათი საშუალებით შედეგის მიღწევა შესაძლებელია...
- რა თქმა უნდა, თუმცა "შერიფის" მეპატრონეს დიდი ბიზნესი აქვს. მე კი მესამე წელია, ქვეყანაში შემოსავალი არ გამაჩნია. მინდა, ეს ჩვენმა გულშემატკივარმა იცოდეს.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ "დინამოდან" წასვლა გსურთ?

- წასვლა?! ვინ არის ის ადამიანი, ვინც "დინამოში" ამხელა ფულს დახარჯავს?! ლეგიონერების ვერჩამოყვანაზე კრიტიკა მესმის, მაგრამ მე ვერ ვხედავ ადამიანს, რომელიც კლუბს შეინახავს. თუ ასეთს მოძებნით, დავფიქრდები. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში - როგორც სასამართლოში, ასევე - ფეხბურთში.

* * *
- სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, გავიდეთ იაფ სატრანსფერო ბაზარზე, როგორც "ყარაბაღი", "გაბალა", "შერიფი" და "ასტანა" აკეთებენ.

- ეს როდის მოხდება?
- დეტალურად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვხედავ აუცილებლობას, რომ 3-4 კარგი ლეგიონერი გვყავდეს. ამისთვის საჭიროა ისეთი იაფი ბაზარი, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლა გაუხარდებათ. ასეთი კი აფრიკაშია. მთელი ევროპა და უკრაინა ამ არხზე ზის და ჩვენი ინტერესით არაფერი დაშავდება. რაც მთავარია, ხარისხი ფასს აღემატება. ჩვენთან აქამდე უკუღმა იყო - ფასი ხარისხს აღემატებოდა, ოღონდ აქ ჩისკოს არ ვგულისხმობ. ახლა ამაზე ვმუშაობ, რომ აფრიკიდან კარგი, საინტერესო მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 15 /
მესამე წელია შემოსავალი არ მაქვსო ...
როცა გქონდა შემოსავალი რუსთავის აზოტიდან ხო რას ამბობ დინამო ააყვავე რა ... გეყო ფიფიავ ამდენი სიცრუე , გაიტანე დინამო აუქციონზე და გამოჩნდება მყიდველი
დათო რუსთავიდან
26 ივლისი 2018 17:21
1
სრული ინტერვიუ წავიკითხე და ამ კაცის ისევ ვერაფერი გავიგე. ამან რომ ახლა უნდა გაიხედოს აფრიკისკენ, ევროპული კლუბები დიდი ხანია არჩევენ აფრიკელ ფეხბურთელებს. ამანაც საუკეთესო სკაუტები არ გადმოიბიროს ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად.
dato
26 ივლისი 2018 15:51
0
იყიდე გაყიდე,ქარვასლაა.რაც იცის იმას კი აკეთებს რა გინდათ.
cheroeli
26 ივლისი 2018 16:29
2
რომ არ მოდის ეს კარგი ლეგიონერი ნეტა ვისი ბრალია? იქნებ გულშემატკივრებს დაგვაბრალოთ? სამი წელია შემოსავალი არ მაქვსო რომ გვეწუწუნები სამი წლის წინ გქონდათ და რა გააკეთეთ? ნუ გვატყუებთ გულშემატკივარს ამ დაპირებებით ვინც არ იტყუება წარმატებასაც აღწევს მაგალითად ჩიხურა და თან არ გვარცხვენს ხოლმე ევროთასებზე თქვენ რა ქენით ნეტა?
roma
26 ივლისი 2018 16:19
1
ქართველი ფეხბურთელი უფრო გვიან რომ იღლებოდეს ეს არ დაგჭირდებოდათ
შოკირებული გულშემატკივარი
26 ივლისი 2018 15:53
1
ყველაფერში რატომ ვიგვიანებთ, მაგი 8-10წლის უკან იყო გასაკეთებელი...ერთი სელექციას ვინ აწარმოებს დინამოში მაინტერესებს.ერთი ნორმალური ლეგიონერი რომ ვერ ჩამოიყვანეთ ამდენი ხნის განმავლობაში.
კახა ქირია
26 ივლისი 2018 20:50
0
დინამოს ხომ ყველასთან შედარებით უკეთესი პირობები აქვს ყველა ასპექტში და ლოგიკურია შედეგიც სხვებზე უკეთესი უნდა ქონდეს მაგრამ რეზულტატი იგივე აქვს რაც სხვებს. ყველა მეტნაკლებად ერთ დონეზეა. რაც დღეს ფეხბურთში ხდება ბიზნესი უფროა ვიდრე სპორტი. ასე უპერსპექტივოდ ვიქნებით დიდხანს რადგან ვინც რამეს წყვეტს ფეხბურთში მათთვის პირველხარისხოვანი ფულია.
David
26 ივლისი 2018 22:44
0
თავისუფალი აგენტის სახით გინდათ დამატება ფეხბურთელების და იმიტომ არ მოდიან გადაიხადეთ აბა ფული თუ არ წამოვლენ როგორც ჩისკო
roma
26 ივლისი 2018 16:25
0
კრიტიკა ყოველთვის ადვილია და ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ამ ადამიანმა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ! მისი საუბრები და მსჯელობა საერთოდ აცდენილია რეალობას. ფაქტი ერთია - დინამო საშინელ დღეშია და ამის მიზეზი მისი მფლობელია, რომლის პერიოდშიც გუნდის მომავალი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება !
გგგ
27 ივლისი 2018 09:40
0
არ გვინდა შენი დახარჯული და დამადებული ფული! გაყიდე რაც ფული ჩადე და წადი რაა! ედიკა წავიდა შენ რაღა გჭირს! არაა რა ეს ფეხბურთი შენი ბიზნესი....
dinamo
27 ივლისი 2018 10:56
0
წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ucnobi
27 ივლისი 2018 13:02
1

სიახლეები პოპულარული