რევაზ ძოძუაშვილი "კოლხეთის" მწვრთნელად დანიშვნიდან 48 საათში მოხსნეს

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" 25 ივლისს მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილის დანიშვნა იუწყა, ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია მისი განთავისუფლების შესახებ.

როგორც ცნობილი გახდა, გულშემატკივრებმა მისი გადაყენება მოითხოვეს და კლუბი იძულებული გახდა მათი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

გუნდის დროებით მწვრთნელად ნუგზარ თვარაძე დაინიშნა.

ფოთელები ეროვნულ ლიგაში 18 ტურის შემდეგ 8 ქულით უკანასკნელ ადგილზე არიან.

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

altრევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფოთელებმა თავიდან არ იცოდნენ,ძოძუაშვილს ფული რომ უყვარდა და ძირითადში ფულის გარეშე არ ათამაშებდა? რატომ დანიშნეს?
status quo
13:00 28-07-2018
1
აქ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ძოძუაშვილი რომ არ უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში ნამდვილად ვიცი. ტორპედოს მწვრთნელი როცა იყო ტორპედოში მიიყვანეს ბრაზილიელი სელექციონერები რომლებიც მიკერძოების გარეშე არჩევდნენ ბავშვებს. მაგრამ ბ-ნ რევაზს და სამწვრთნელო შტაბს ეს აღარ მოსწონდათ რადგან ფული აღარ კეთდებოდა. ერთი ბიჭი აიყვანეს ბრაზილიელებმა რომლის მამასაც ბ-ნი რევაზი 1000 დოლარს თხოვდა ერთ თამაშში ძირითადში რომ ჩაესვა. ეხლა ვიცი ბევრი გამოექომაგება გინდ დაიჯერეთ გინდ არა მე ვიცი რომ 100% სიმართლეს ვამბობ. ჰო ვიცით ეს ის კაცია ბესტი რომ დაკეტა მარა ქართველი ბავშვების დაღუპვის ხარჯზე ხელს ითბობდა.იმიტომაცაა ქართული ფეხბურთი ამ დღეში მარტო ძოძუაშვილს არ ეხება უბრალოდ ეს ზუსტად ვიცი რომ ესე მოხდა.
1

სიახლეები პოპულარული