23 წლის მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე "იბერია 1999"-დან სლოვაკეთის დუნაისკა-სტრედას "დაკ 1904"-ში გადავიდა.
"დაკ 1904"-მა კაპანაძე იჯარით ზაფხულამდე აიყვანა და შეუძლია ფეხბურთელთან თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელოს. ის ახალ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კლუბის გენერალურმა დირექტორმა იან ვან დაელემ განაცხადა, რომ ცოტნემ სამშობლოში წარმატებული სეზონი ჩაატარა, "იბერია 1999"-თან ერთად ჩემპიონი გახდა, უნდა კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ და ქართულ კლუბს ტრანსფერის განხორციელების გამო მადლობას უხდის.

"დაკ 1904" 18 ტურის შემდეგ ჩემპიონატში 24 ქულით მეოთხე ადგილზეა.