ეროვნული ლიგა. XXI ტური: "სიონმა" "კოლხეთს" ადვილად სძლია

AutoSharing Option
17 აგვისტოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ბოლნისის "სიონმა" "კოლხეთი" 2:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში პირობითმა მასპინძლებმა ორი გოლი გაუტანეს კნიგას - თავი კოშკაძემ და კირკიტაძემ გამოიჩინეს.

შესვენების შემდეგ თამაშის ტემპი დაეცა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ანგარიში არ შეცვლილა და "კოლხეთმა" მორიგი მარცხი განიცადა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
სიონი - კოლხეთი 2:0
გოლები: 1:0 ალექსანდრე კოშკაძე (19), 2:0 დათო კირკიტაძე (27)

სიონი (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ალექსანდრე კოშკაძე (გიორგი მიქაბერიძე 46), ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე, სერგეი ტრეტიაკი,
ვილი ისიანი (ლაშა ლეჟავა 57), გიორგი დათუნაიშვილი (ზვიად სიხარულია 72), გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

კოლხეთი (4-1-2-3): დენის კნიგა, ირაკლი ციკოლია, კირილო დოროშენკო (თამაზ შალიკაშვილი 21), მურად აფხაზავა, ლუიზინიო მელო (იმედა აშორტია 56), ლევან კაკულია (ვლადიმირ გოგბერაშვილი 66), ილია მიხალიოვი (კ), პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე, გიგა ჭეიშვილი, ვალიკო ტყემალაძე,

მთ. მწვრთნელი რობერტო ლანდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული