გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
გია ცეცაძეს "სამტრედიაში" გიორგი დარასელია შეცვლის.

ცეცაძე, რომელმაც იმერული კლუბი ევროტურნირებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიბარა, პარალელურად, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ამიტომ ფეხბურთის ფედერაციამ მას "სამტრედიის" გაწვრთნის უფლება არ მისცა.

განახლება: fc.samtredia.com-ის ინფორმაციით, დარასელიამ გუნდი ოფიციალურად დღეს ჩაიბარა.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დღეს უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის" - გვითხრეს "სამტრედიის" პრესსამსახურში.

გიორგი დარასელია იმერული კლუბის მეოთხე მწვრთნელი იქნება ამ სეზონში. წარსულში იგი გორის "დილას" და ქუთაისის "ტორპედოს" წვრთნიდა.

დღეის მდგომარეობით, "სამტრედიას" 23 ტურის შემდეგ 13 ქულა
აქვს და ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, მეცხრე ადგილს იკავებს.

altსფფ-მ ცეცაძეს შეთავსებით "სამტრედიაში" მუშაობის გაგრძელების უფლება არ დართო

altეროვნული ლიგა. XXIII ტური: "ტორპედომ" "სამტრედიას" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა

მკითხველის კომენტარები / 2 /
იდიალური ვარიანტია )))
Dragonfly
11:55 14-09-2018
0
araa cudi gadawyvetileba daraselias danishvna...
romandro
16:19 12-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული