ეროვნული ლიგა, XXVIII ტური: "დინამომ" "რუსთავი" ადვილად დაამარცხა

AutoSharing Option
7 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 28-ე ტურში "დინამომ" "რუსთავს" 3:0 სძლია.

"დინამომ", რომელმაც წინა რამდენიმე ტურის მატჩი არადამაჯერებლად ჩაატარა, ამჯერად კარგად იასპარეზა და "რუსთავს" უპრობლემოდ მოუგო.

თავი დუბლით ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა.

"დინამო" ლიდერ "საბურთალოს" 5 ქულით ჩამორჩება და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, ოქროს მედლებისთვის ბოლომდე შეებრძოლება.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
რუსთავი - დინამო 0:3
გოლები: 0:1 აკაკი შულაია (31), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (45+1), 0:3 ბუდუ ზივზივაძე (80)
გაძევება: რაფაელ ჩუკურა (90)

რუსთავი (4-1-4-1): კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი პაპავა, ბექა ქავთარაძე (ელგუჯა ლობჯანიძე 79),
ხვიჩა კვარაცხელია, გეორგი ბუგულოვი, აკაკი ხუბუტია (ლუკა სილაგაძე 65), ზაზა ციცქიშვილი, ოთარ მარცვალაძე (კ) (თორნიკე თარხნიშვილი 71), თორნიკე კირკიტაძე, ლუკა გადრანი, რაფაელ ჩუკურა

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

დინამო (4-2-3-1): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია (გიორგი ივანიშვილი 75), ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი (ლევან ხარაბაძე 38), დავით კობოური, გიორგი კუცია (ლაშა ქოჩლაძე 78), ბუდუ ზივზივაძე, აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ გამოაქვეყნოთ ხო ჩემი კომენტარი ალბათ არ გცალიათ და ტორპედოს სალანძღავ სტატიას ამზადებთ ფუ თქვენი... არადა როგორ მიყვარდა ეს საიტი
ლადო
20:06 07-10-2018
1
ერთი მატჩითო ისე ამბობთ ვითომ ტორპედოსთან 3ქულა გარანტირებული ჰქონდეს.საერთოდ რომ წააგოს არა?)))) ჩამოვა ტორპედო და ვისი იქნება ეგ 3ქულა მაგასაც ვნახავთ
რობი
18:38 07-10-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული