ეროვნული ლიგა. XXX ტური: "დინამომ" "სამტრედია" გაანადგურა - 8:1! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში თბილისის "დინამომ" "სამტრედია" 8:1 დაამარცხა.

მე-20 წუთზე საჯარიმოს კიდესთან ფატიჩს ბურთი შულიაიმ აართვა, კარისკენ მახვილი კუთხიდან შეიწია და როდესაც მეკარეს ეგონა, ბურთს პარტნიორს მიაწვდიდა, დაარტყა და ანგარიში გახსნა. შემდეგ კუპატაძის კარი ვაწაძემ და ზივზივაზემ დალაშქრეს, პირველი ტაიმის დასასრულს კი ლიპარტიამ ერთი ბურთი გაქვითა.

მეორე ტაიმში "დინამოს" უპირატესობა გაიზარდა და საბოლოოდ მისი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
სამტრედია - დინამო 1:8
გოლები: 0:1 აკაკი შულაია (20), 2:0 მათე ვაწაძე (33}, 0:3 ბუდუ ზივზივაძე (41), 3:1 ჯაბა
ლიპარტია (43), 1:4 ლაშა თოთაძე (48), 1:5 აკაკი შულაია (61), 1:6 ბუდუ ზივძივაძე (69), 1:7 გიორგი ივანიშვილი (72), 1:8 გიორგი ივანიშვილი (88)

სამტრედია (4-1-2-3): დავით კუპატაძე, რომან ჩაჩუა, ივან ფატიჩი (თორნიკე შალიკაშვილი 65), ჯემალ გოგიაშვილი, ოლეგ მამასახლისი, ჯაბა ლიპარტია, შოთა კერძევაძე (კ), ავთო ენდელაძე, მიხაილ გორელიშვილი (გიგლა ბურკაძე 73), გიორგი ფანცულაია, ლაშა კუჭუხიძე (იგორ კოშმანი 52)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

დინამო (4-4-2): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, აკაკი შულაია (გიორგი ივანიშვილი 66), დმიტრო ივანისენია (გიორგი ზარია 80), ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, ბუდუ ზივზივაძე, მათე ვაწაძე (ბაქარ ქარდავა 73)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯუპატაძეს ნაკრებში რომ იძახებს ამ თამაშებს არ უყურებს ვაისი?
emigranti
15:33 28-10-2018
1
ყოჩაღ კაჭარავა..მემგონი იპოვა სწორი შემადგენლობა. სწორია 2 თავდამსხმელით უშიშარი თამაში.როცა გამთამაშებელი აღარ გყავს შეუტიო უნდა და პირველსავე ტაიმში მიაღწიო შედეგს,რაც ვნახეთ დღეს..საბურთალომ ფრე ითამაშა რაც ისევ იძლევა ბრძოლის საშუალებას.. უშიშარი ვახსენე და ისევ გავიმეორებ, ახალგაზრდები ყავს გუნდში და ნუ თრგუნავს,მიეცი კახა თავისუფლად თამაშის უფლება და ნაკლები გადაცემა იქნება მეკარესკენ ვიდრე თავდასხმისაკენ.. დღეს ბიჭებმა საუკეთესოდ ითამაშეს..ტაქტიკა და სტრატეგია აბსოლიტურად იდეალური იყო...გილოცავთ!!!!! მეტი შეტევა და საქმის პირველ ტაიმში დასრულება...
0

სიახლეები პოპულარული