ეროვნული ლიგა. XXXI ტური: "ტორპედო" 15 ტურია დაუმარცხებელია - "დინამოსთან" თითქმის წაგებული თამაში გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
4 ნოემბერს ეროვნული ლიგის მე-4 ტურში "ტორპედოსა" და "დინამოს" მეტად და მეტად დაძაბული და საინტერესო მატჩი 2:2 დასრულდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი კაპანაძემ ვერ გამოიყენა და მე-60 წუთზე საკუთარ კარში მიიღეს გოლი - შეცვლაზე შესულმა ვაწაძემ კობახიძის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ "ტორპედო" კვლავ უტევდა, "დინამო" კვლავ უშვებდა დაცვაში შეცდომებს, რაც ქუთაისელებმა ვერ გამოიყენეს.

"დინამომ" კი მწვავე კონტრიერიშები განახორციელა და შედეგსაც მიაღწია. 75-ე წუთზე შენგელიამ მეორე გოლი გაუტანა კვასხვაძეს, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა - ცოტა არ
იყოს საკამათო. მერე შულაიმაც გაუშვა შანსი ხელიდან. სამაგიეროდ ხარაბაძემ ივარგა - მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ძლიერი დარტყმით მახვილი კუთხიდან დალაშქრა კვასხვაძის კარი.

თითქოს "დინამო" გამარჯვება უეჭველი იყო, მაგრამ ქუთაისელებმა ბოლოს სასწაული მოახდინეს.

88-ე წუთზე "ტორპედომ" ერთი საპასუხო გოლი გაიტანა - საჯარიმოდან აწეულ ბურთზე მცველები ცინცაძემ მეორე სართულზე დაჯაბნა და - 1:2.

კომპენსირებულ დროში კი კაპანაძემ შორიდან დარტყმით ფრე დააფიქსირა.

"ტორპედო" აგერ უკვე 15 მატჩია დაუმარცხებელია.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - დინამო 2:2
გოლები: 0:1 მათე ვაწაძე (60), 0:2 ლევან ხარაბაძე (77), 1:2 მათე ცინცაძე (88), 2:2 თორნიკე კაპანაძე (90+2)

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ოლეკსნდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, არფანგ დაფე (მილოშ ლაჩნი 68), გიორგი კუხიანიძე (გრიგოლ დოლიძე 58), მერაბ გიგაური (მარეკ ჰლინკა 79), თორნიკე კაპანაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დინამო (4-4-2): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია (გიორგი ივანიშვილი 77), აკაკი შულაია, ლაშა ქოჩლაძე, დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია (მიხეილ ერგემლიძე 85), ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 58)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს იყო საქართველოს პირველობების ისტორიაში საუკეთესო "დერბი"... ბრმა უნდა იყო კაცი, რომ ის სიკეთე ვერ დაინახო, რაც 10 გუნდიან სისტემაზე გადასვლამ მოუტანა ჩემპიონატს. სახელმწიფო დაფინანსბის ღვაწლიც უდიდესია!!! ნაკრებში კონკურენცია გაჩნდა ეროვნული ლიგიდან... შედეგიც სახეზეა!!!
tngh
13:14 05-11-2018
2
მალადეც ბიჭებო. მარტო დინამო არაა გუნდი და მარტო დინამოს არუნდა აქებდენ და ადიდებდენ. ქუთასში იყო არის და იქნება საფეხბურთო ატმოსფერო. ამ ქალაქში უყვართ ტორპედო და უყვართ ფეხბურთი ლ. წინ ტორპედო
უჩა
09:41 05-11-2018
1

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2018
#
გუნდი
30
19
5
6
35
62
30
16
7
7
24
55
31
16
6
9
18
54
30
13
11
6
13
50
30
6
12
12
-10
30
30
6
7
17
-23
25
30
4
8
17
-37
14