ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: ტალახში გატანილი გოლები

AutoSharing Option
დღეს, 30 ნოემბერს, თბილისის "ლოკომოტივმა" "მიხეილ მესხი 2"-ზე, ეროვნული ლიგის 34-ე ტურის ფარგლებში, ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, შემდეგ კი "ლოკომოტივის" უპირატესობა ორამდე მამია გავაშელიშვილმა გაზარდა.

21-ე წუთზე შორეული დარტყმით სხვაობა კირილ დოროშენკომ შეამცირა.

მეორე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა რატი არდაზიშვილმა დააბრუნა, რომელმაც შორეული დარტყმით გაიტანა გოლი. მეორე ტაიმში "ლოკომოტივმა" კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, რაც საკმაოდ კურიოზული გამოვიდა. "კოლხეთის" მეკარეს საჯარიმოში არსებული ტალახის გამო ფეხი დაუცდა და ოთარ კობახიძეს დარტყმულზე რეაგირება ვერ მოახდინა.

82-ე
წუთზე კი შეცვლაზე შესულმა დავით ჯიქიამაც გამოიჩინა თავი.

ამ გამარჯვებით "ლოკომოტივი" მე-6 ადგილზე განმტკიცდა, ხოლო "კოლხეთმა" კი ლიგაში პლეი-აუტის მატჩებში მონაწილეობის თეორიული შანსიც კი დაკარგა და ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

თბილისი. მიხეილ მესხი 2
ლოკომოტივი-კოლხეთი 5:1
გოლები: 1:0 ზურიკო დავითაშვილი (8), 2:0 მამია გავაშელიშვილი (14), 2:1 კირილ დოროშენკო (21), 3:1 რატი არდაზიშვილი (59), 4:1 ოთარ კობახიძე (69), 5:1 დავით ჯიქია (82)

ლოკომოტივი. 4-2-3-1: რევაზ თევდორაძე, თორნიკე ძებნიაური, ლევან ქურდაძე, თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, მამია გავაშელიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა, რატი არდაზიშვილი, ოთარ კობახიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

კოლხეთი. 3-4-1-2: ბაჩო მიქავა, ზაურ კერელეიშვილი, თემურ ძაძამია, ირაკლი ციკოლია, კირილო დოროშენკო, მურად აფხაზავა, ლევან კაკულია, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ლუკა იმნაძე, სტანისლავ პრიჩინენკო, ვალიკო ტყემალაძე

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვააჰჰ არადა თუ არ ვცდევი მაგარი სტადიონი კეთდება ფოთში საწყენია :(
bejo
23:29 30-11-2018
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2018
#
გუნდი
36
21
6
9
35
69
36
20
9
7
41
69
36
19
7
10
21
64
36
17
12
7
20
63
36
8
13
15
-11
37
36
8
7
21
-26
31
36
4
8
24
-50
14