პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა დასრულდა და ყველა ქართული სპორტული საიტი ცდილობს, შეაჯამოს და გააანალიზოს წელს ჩატარებული პირველობა. მათ შორის იყო "აჭარასპორტი", რომელმაც ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. სიაში მოხვედრილი "სამტრედიის" ნახევარმცველი ბექა ტუღუში, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მცდელობით, ჟურნალისტისგან სტატიის აღებას მოითხოვდა.

Sportall.ge გმობს ჟურნალისტის მიმართულებით განხორციელებულ მუქარას, ასევე, ჟურნალისტის თავისუფალ საქმიანობაში ჩარევის მცდელობას და მცდელობას, რაიმე სახით შეუშალოს ხელი მის საქმიანობას.

როდესაც ხარ ფეხბურთელი და თამაშობ საქართველოს ჩემპიონატში, უნ
და აცნობიერებდე იმას, რომ შენს თამაშს, ეს კარგი იქნება თუ ცუდი, აუცილებლად შეაფასებენ და უნდა გქონდეს ადეკვატური რეაქცია. ნებისმიერი მცდელობა, ამბის ქუჩურად გარჩევის, აკნინებს როგორც ქართულ ფეხბურთს, ისევე გუნდს, რომლის ღირსებასაც კონკრეტული ფეხბურთელი იცავს. გთავაზობთ "აჭარასპორტის" განცხადებას:

"11 დეკემბერს adjarasport.com-ზე ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა. მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც, რედაქციის მოსაზრებით, მიმდინარე სეზონი წარუმატებლად ჩაატარეს. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი "სამტრედიის" შემტევი ნახევარმცველი ბექა ტუღუში გახდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტუღუში გამოცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს დაუკავშირდა, ჯერ სტატიის საიტიდან აღება მოსთხოვა, შემდეგ ჟურნალისტის უფლებების შეზღუდვას შეეცადა, ბოლოს კი მუქარის შემცველი ტექსტი მისწერა.

ჩვენი სარედაქციო კოლექტივი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, თავი შეიკავოს არაპროფესიონალური, მუქარის შემცველი განცხადებებისგან. მსგავსი საუბრით, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ თავს, პროფესიას, რომელსაც ემსახურებიან, ქვეყანასა და გუნდს, რომლის რიგებშიც ირიცხებიან.

რედაქცია მოუწოდებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ლიგასა და საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას", მიიღონ შესაბამისი ზომები, მხარი დაუჭირონ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას".
მკითხველის კომენტარები / 11 /
რონალდინიომ მიიღო მილანში რო გადავიდა ცუდი მოთამაშის პრიზი იტალიაში მაგ პრიზს “ ოქროს უნიტაზი“ ქვია და რამოხდა მერე სამტრედიას ფეხბურთელმაც რო მიიღოს, ეგ ხო იმას არ ნიშნავს რო ყველას ცუდი გონიხარ ერთი რომელიგაც სპორტული გაზეთის მოსაზრებაა და მეტი არაფერი, პირიქით მოტივაცია უნდა მოგცეს მაგან რო ისე კარგად ითამაშო იმ ჟურნალისტს მაგით გასცე პასუხი ეგაა რაა 2:2=4
lashe
04:36 14-12-2018
0
იმანაც უკეთ ითამაშოს და აღარ შეიყვანენ! ასეთი სიმბოლურები ყველგან კეთდება, მსოფლიო ჩემპიონატზეც! :დდ
გენო
15:08 13-12-2018
0

სიახლეები პოპულარული