"საბურთალომ" "ატალანტას" ყოფილი ფეხბურთელი გაიფორმა

AutoSharing Option
როგორც გერმანული Transfermarkt.de იუწყება, რუმინელი მარჯვენა მცველი კონსტანტინ ნიკა კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი Sportall.ge-სთან ინტერვიუში ადასტურებდა, რომ იტალიის სერია A-ში ნათამაშები მცველის შეძენას აპირებდნენ.

კონსტანტინ ნიკას კარიერის განმავლობაში ბუქარესტის "დინამოს", "ჩეზენას", "აველინოს" და "ლატინას" რიგებში უთამაშია, ბოლოს კი "ატალანტაში" თამაშობდა და გასული ზაფხულის შემდეგ უგუნდოდაა.

მას სერია A-ში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რუმინეთის ნაკრების ღირსება კი ორჯერ დაიცვა.

altგეგმები, თავდამსხმელი სერია A-დან, ჩემპიონთა ლიგა - ინტერვიუ გია ჭიაბრიშვილთან

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯანო საბურთალოში ითამაშებს დროებით
toko
02 იანვარი 2019 23:25
7
ფიფიას,რომ კითხო არავინ არ ჩამოვა საქართველოში სათამაშოდო მაღალი დონის მოთამაშეო...გამოდის,რომ რომან ბატონი ან თავს იტყუებს ან ჩვენ გვაბოლებდაა...
ფიფიას მოახსენეთ
02 იანვარი 2019 21:47
3
მაღალი დონის მოთამაშე, რომელსაც transfermarket 100 ათასად აფასებს :D
ეუფ
03 იანვარი 2019 02:01
2
ან ორივე ერთად
გიორგი
02 იანვარი 2019 22:57
2
ყველა გამოხმაურება
ბაჩოს ვეთანხმები თუ უნდათ ჯგუფში გასვლა ეგ ფეხბურთელები მოიწვიონ ლორია ოქრი ვაკო
გოგა
02 იანვარი 2019 20:39
0
რუმინელები,ისევე როგორც ჩვენ,არ გამოვირჩევით რეჟიმის დიდად დაცვით,თანაც ნახევარი წელი უგუნდოდაა და ესე იგი,უვარჯიშებელია.გუნდს რეალურ დახმარებას ალბათ ზაფხულამდე ვერ გაუწევს,მაგრამ მისი თავი სწორედ მაშინ დაგვჭირდება.იმედია გაამართლებს.
სოსო
02 იანვარი 2019 18:24
3
ოქრიაშვილი,გვილია,ლორია და ჭანტურიაც მიიწვიონ?ებრალიძეც შეიძლება
ბაჩო
02 იანვარი 2019 17:17
3
თუ იკადრებენ ეგ ჯეელნები კი.დდ
Kkk
02 იანვარი 2019 19:23
2
ისიც თქვით რო ყველგან თამაშების 90 პროცენტს სკამზე ატარებდა და ბოლო 1 წელია უგუნდოდ არის )))
Tbiliseli
02 იანვარი 2019 16:55
7
რა ხნისაა აი ყაზილარი??? ჩემსავით ბებერია?
კ ო მ ბ ლ ე
02 იანვარი 2019 14:58
12
კარგია,მომწონს,წარმატებები საბურთალოს...
ბაჩო
02 იანვარი 2019 14:35
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული