"საბურთალომ" "ატალანტას" ყოფილი ფეხბურთელი გაიფორმა

AutoSharing Option
როგორც გერმანული Transfermarkt.de იუწყება, რუმინელი მარჯვენა მცველი კონსტანტინ ნიკა კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი Sportall.ge-სთან ინტერვიუში ადასტურებდა, რომ იტალიის სერია A-ში ნათამაშები მცველის შეძენას აპირებდნენ.

კონსტანტინ ნიკას კარიერის განმავლობაში ბუქარესტის "დინამოს", "ჩეზენას", "აველინოს" და "ლატინას" რიგებში უთამაშია, ბოლოს კი "ატალანტაში" თამაშობდა და გასული ზაფხულის შემდეგ უგუნდოდაა.

მას სერია A-ში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რუმინეთის ნაკრების ღირსება კი ორჯერ დაიცვა.

altგეგმები, თავდამსხმელი სერია A-დან, ჩემპიონთა ლიგა - ინტერვიუ გია ჭიაბრიშვილთან

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯანო საბურთალოში ითამაშებს დროებით
toko
23:25 02-01-2019
7
ფიფიას,რომ კითხო არავინ არ ჩამოვა საქართველოში სათამაშოდო მაღალი დონის მოთამაშეო...გამოდის,რომ რომან ბატონი ან თავს იტყუებს ან ჩვენ გვაბოლებდაა...
ფიფიას მოახსენეთ
21:47 02-01-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული