კალცონა: რატომ დავაყენე რასპადორი კვარაცხელიას ნაცვლად? - რაიმეს გაკეთება შეუძლებელია

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა. ნამატჩევს DAZN-თან კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

„მეტოქემ კარგად ითამაშა, ჩვენ კი ბევრი ნაკლი გვქონდა, განსაკუთრებით როდესაც ბურთის გარეშე ვიყავით. დაცვა ცუდად გაისარჯა. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შესაძლებლობა მინიმუმამდე შეგვიმცირდა, თუმცა წინ უნდა ვიყუროთ და სეზონის ღირსეულად დასრულებას შევეცადოთ.

ბევრი რამ გამოსასწორებელია, პრობლემა მხოლოდ დაცვას არ შეეხება. ორგანიზებულობა გვაკლია. "ინტერთან" უკეთესად ვიასპარეზეთ, თუმცა დღეს ოთხი მომენტი შევქმენით. ფიზიკურად ასეთ ძლიერ გუნდებთან სრული მობილიზაციის გარეშე წარმატების მიღწევა
რთულია. რატომაა ამხელა სხვაობა გასულ წელთან შედარებით? სამი მწვრთნელი გამოიცვალა, მათ მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება არ მიეცათ და ცოტა რამის შეცვლა შეძლეს. განსხვავება უზარმაზარია და რაიმეს გაკეთება შეუძლებელია.

რატომ დავაყენე რასპადორი კვარაცხელიას ნაცვლად მარცხენა ფლანგზე? ის კარგად ვარჯიშობს. გასაგებია, უფრო ცენტრში ურჩევნია თამაში, მაგრამ გადაწყვეტილება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე“.

მკითხველის კომენტარები / 18 /
"წმინდად და მსხვილად დაფქვილი,ერთნაირად ღირს და ვაი,წმინდად დამფქველსო!"დე ლაურენტისმა,შრომას ფასი დაუკარგა.ხვიჩა ფაქტობრივად უფასოდ ამუშავა,ზელენსკის,შარშანდელი სეზონის ერთერთ გმირს,პირიქით,ხელფასის დაკლება მოსთხოვა და რა თქმა უნდა ფეხბურთელებმა,თამაშის,მომატების სტიმული დაკარგეს. როცა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შესული ფეხბურთელი,შენზე 2-3 ჯერ ნაკლებს იღებს და მომატებაზე არც ფიქრობენ,შენ რატომღა მოიკლავ თავს?მწვრთნელი აქ ვერაფერს გააკეთებს.შეიძლება ერთი თამაში,ორი,თუნდაც სამი,ფეხბურთელები დამუხტო და თავები გადადონ,მაგრამ საშუალო და ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაში,ეს უიმედო ამბავია.აჰა,ოსიმენს მოუმატა ხელფასი,მაგრამ ისიც,მარტო ბევრს ვერაფერს მიაღწევს, თავიც რომ მოიკლას.ხვიჩა ალბათ ფორმის შესანარჩუნებლად ითამაშებს,მაგრამ თავს მაინც და მაინც აღარ მოიკლავს.მისი ფიქრები,ევროპის ჩემპიონატისაკენ და საიქაოდ მოსამზადებლად იქნება მიმართული.დე ლაურენტისმა,ფეხბურთელების ხელფასებზე რამდენიმე მილიონი მოიგო,მაგრამ ათეული მილიონები წააგო,შესაძლო შემოსავლებიდან.ეს თანხა კიდევ გაიზრდება.
სოსო
12:19 31-03-2024
3
ევროპა შუაში კი არა თავშია
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული