ბოლნისის "სიონს" 7 ახალწვეული ჰყავს - მათ კლუბის რიგებში პირველი ვარჯიში ჩაატარეს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა დღეს მუხიანის საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა და შვიდი ახალწვეული წარადგინა.

ბოლნისის "სიონის" ღირსებას შემდეგი ფეხბურთელები დაიცავენ: მეკარე - ლევან ისიანი, მცველები - არჩილ ტვილდიანი და ნიკოლოზ აფაქიძე, ნახევარმცველები - ანზორ სუხიაშვილი, დავით რაჟამაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი და თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია.

ვარჯიშის შემდეგ პირველი კომენტარები გუნდის ახალწვეულმა ნიკოლოზ აფაქიძემ და მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გააკეთეს.

"სიონი" ყოველთვის მებრძოლი და ანგარიშგასაწევი გუნდი იყო. აქ არიან ბიჭები, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და არავის არაფერს უთმობენ გამარჯვების მისაღწევად.
სწორედ ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ესეც იყო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, ბოლნისის "სიონის" მაისური მომერგო. ვეცდები,  გავაძლიერო გუნდი. გუნდისთვის მაქსიმალურს გავაკეთებ" - განაცხადა ნიკოლოზ აფაქიძემ.

"დღეიდან ვიწყებთ მზადებას. 7 ახალწვეული გვყავს, მათთან კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ.

თვის ბოლომდე აქ მოვემზადებით, შეკრებაზე კი, სავარაუდოდ, 8-9 თებერვალს გავემგზავრებით. ანტალიაში 12-დღიან შეკრებას გავივლით, სადაც ვითამაშებთ 4 ამხანაგურ თამაშს. რა თქმა უნდა, ამხანაგურ მატჩებს აქაც გავმართავთ.

დღეიდან იწყება მზადება. კიდევ ველოდებით ახალწვეულებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად დასრულდება" - განაცხადა თემურ შალამბერიძემ.

"სიონი" იანვრის ბოლომდე თბილისში მოემზადება, ხოლო შემდეგ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას ბოლნისის "სიონი" სტუმრად, ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია ბოლნისის "სიონის" პრესსამსახურის ცნობით
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიონს ყველაზე კარგი მენეჯერი ყავდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს. ახლა სულ დარჩებიან სოფლის გუნდად, უფრო დაუფრო უკან წავლენ. ვინ უნდა გააკეთოს მანდ სწორი სვლები. თემურას წინააღმდეგი არ ვარ, ნორმალუირ მწვრთნელია, მაგრამ მენეჯმენტი, როცა ასეთი დაბალი დონისაა, მწვრთნელი ვერანაირად დადებს კარგ შედეგს. სიონის პრესატაშე რაც არ უნდა შუაზე გაიხეს და აკეთოს თავისი საქმე, გუნდი მაინც სოფლის დონეა, თავისი მენეჯმენტით...
რეგიონში ამხელა კომპანიაა ძარცვავს იმენა რეგიონს და კაპიკებს რომ უყრის გუნდს არავინ აპროტესტებს. რა კერძო ინვესტიცია, რის კერძო ინვესტიციაკერძო სექტორი მოვა ქართულ ფეხბურთში და ავშენდებით. ამ ფონდმა ის კერძო ინვესტორებიც გააზარმაცა და ფონდის ფულს ჩამოკიდა, იმენა დათური სამსახური გაუწია. ფეხბურთი ყველას ფეხებზე კიდია, სამწუხაროდ.
beka_02
12:50 19-01-2019
0
ყველაზე დაბალი დონის მწვრტნელი ყავს ბოლნისს,,სად მოცებნეს
gigi
20:48 10-01-2019
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
19
12
2
5
13
38
19
11
2
6
12
35
19
10
3
6
11
33
19
5
8
6
3
23
19
6
4
9
-1
22
19
6
4
9
-24
22
19
3
6
10
-13
15
19
4
2
13
-15
14