თბილისის "დინამოში" ესპანური კონტიგენტის მატებაა, როგორც თბილისური კლუბის ვებგვერდი იუწყება სამწვრთნელო შტაბში ფიზ. მომზადების მიმართულებით ესპანელი სპეციალისტი ფელის ვისენტე იმუშავებს.
"ჩვენს კლუბში ფიზ. მომზადების მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი ფელის ვისენტე იმუშავებს. ვისენტეს აღნიშნულ პოზიციაზე სხვადასხვა დროს "ლეგანესში", "პარლაში", "ლევანტეში", "ალმერიაში" და ჩინურ "დალიან იფანგში" უმუშავია.
რაც შეეხება უკრაინელ ვიტალი შპანიუკს, იგი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. "დინამო თბილისი" მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს კარიერაში." - ვკითხულობთ კლუბის ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ "დინამოს" სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს ჩისკო მუნიოსი.
14:55 13-01-2019
თბილისის "დინამოში" "ლევანტეს" ყოფილი ფიზ. მომზადების მწვრთნელი იმუშავებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თუკი რაიმე პლიუსი ჰქონდა ამ დინამოს, ეს იყო ზუსტად ფიზმომზადება. უკრაინელებს ამ კომპონენტში ძალიან ძლიერი სპეციალისტები ჰყავთ. ცუდია, რომ ფიფიამ ესეც წაართვა დინამოს.
4
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული